USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
2021 წელს თბილისში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება
თარიღი:  927

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს თბილისში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. კალაძემ მერიის სხდომაზე საბურთალოს რაიონში განხორციელებული რეკრეაციული ზონის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც მერმა აღნიშნა, განახლდა დაახლოებით 7 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია და მოეწყო გარე-განათება, გაკეთდა საფეხმავლი ბილიკი და აუზი.

“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება რეკრეაციულ სივრცეებზე, მწვანე სივრცეების შემქნაზე, რაც მნიშვნელოვანია და თვალშისაცემიცაა, რამდენად ბევრი და კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. კიდევ ერთ კარგ პროექტს მინდა შევეხო. ეს სამუშაოები საბურთალოს რაიონში თოფურიძის ქუჩაზე განხორციელდა. მინდა, საბურთალოს რაიონის გამგებელს გიზო ვასაძეს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი მუშაობისთვის. მართლა მაგარი პროექტი გააკეთეს. აქ დაახლოებით 7 ათას კვადრატზე ცუდ მდგომარეობაში იყო სივრცე და მოსახლეობის თხოვნაც იყო, რომ მომხდარიყო განახლება, როგორც სხვადასხვა რაიონებში გაკეთდა- გლდანში, საბურთალოს სხვადასხვა უბანში, ვარკეთილში, ვაკეში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ამ სამუშაოების ფარგლებში ბავშვებისთვის დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ და ივარჯიშონ. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი, ლედ სანათები, გაკეთდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის იაპონური სტილის საჩრიდილიბელი, მოეწყო აუზი, რომელიც დანგრეული იყო და ამ აუზზე განთავსდა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახალი ხე-მცენარეები დაირგო. მსიამოვნებს, რომ ქალაქში ამდენი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაობი ხორციელდება და ახალი პროექტები იქმნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. 2021 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მწვანე სივრცეების შექმნა და რეაბილიტაცია არსებული სივრცეების, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი ადგილი შევქმნათ, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა დასვენების და განტვირთვის. ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ქალაქში ასეთი სივრცეების არსებობა იმიტომ, რომ პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ჯანმრთელიბას, ამიტომ 2021 წელს ამას განსაკუთრებული ყურადღება ექნება”,- განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის