USD 2.8468
EUR 2.9894
RUB 2.7102
თბილისი
2020 წლის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტი“ მოიპოვა
თარიღი:  1369

რამოდენიმე საათის უკან ოსკარების 2020 წლის დაჯილდოება და ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 24 ნომინაციაში გამოავლინა.

წლევანდელ ფავორიტ სურათებს შორის უპირობო ლიდერი სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი Parasite გახდა, რომელმაც ერთდროულად ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.

მათ შორის ის საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა და ამით პირველი სამხრეთ კორეული კინოსურათი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი ამავდროულად წლის საუკეთესო ფილმადაც დასახელდა და ოსკარების 92-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი გახდა, რომელმაც მთავარ ნომინაციაში გამარჯვება მოახერხა.

Parasite-მა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო სცენარის ნომინაციაში, ხოლო ბონგ ჯუნ ჰო საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

წლის მსახიობების კატეგორიაში მამაკაცებს შორის „ოსკარი“ ჰოაკინ ფენიქსმა ფილმში „ჯოკერი“ შესრულებული როლისთვის მიიღო, ხოლო ქალებს შორის რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ჯუდი“. მსახიობ ბრეტ პიტს კვენტინ ტარანტინოს ფილმში, „ერთხელ ჰოლივუდში", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცა „ოსკარი“. ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი „ოსკარი“ ლორა დერნს ერგო, რომელიც ფილმში „ქორწინების ისტორია“ ადვოკატის როლს ასრულებს.

Оскар 2020

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის კი ჯილდო ერგო ტაიკა უაიტიტის, ფილმისთვის „კურდღელი ჯოჯო“, საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა - Toy Story 4, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - „თმის სიყვარული“ (Hair Love), საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „ამერიკული ქარხანა“, კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი „პატარა ქალები“. საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო ერგო „ჯოკერის“ კომპოზიტორს ჰილდურ გუანადოტირს, ხოლო წლის საუნდტრეკის ჯილდო მიიღო ელტონ ჯონის სიმღერამ "(I'm Gonna) Love Me Again - ფილმიდან Rocketman.

ამერიკის კინოაკადემიამ სულ 24 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები. იხილეთ სრული სია:

 

საუკეთესო ფილმი

  • Ford v Ferrari

  • The Irishman

  • Jojo Rabbit

  • Joker

  • Little Women

  • Marriage Story

  • 1917

  • Once Upon a Time in Hollywood

  • Parasite (გამარჯვებული)

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

  • ანტონიო ბანდერასი, Pain and Glory

  • ლეონარდო დიკაპრიო, Once Upon a Time in Hollywood

  • ადამ დრაივერი, Marriage Story

  • ხოაკინ ფენიქსი, Joker (გამარჯვებული)

  • ჯონათან პრაისი, The Two Popes

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

  • სინტია ერივო, Harriet

  • სკარლეტ იოჰანსონი, Marriage Story

  • სირშა რონანი, Little Women

  • შარლიზ ტერონი, Bombshell

  • რენე ზელვეგერი, Judy (გამარჯვებული)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

  • ტომ ჰენკსი, A Beautiful Day in the Neighborhood

  • ენტონი ჰოპკინსი, The Two Popes

  • ალ პაჩინო, The Irishman

  • ჯო პეში, The Irishman

  • ბრედ პიტი, Once Upon a Time in Hollywood (გამარჯვებული)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

  • კეტი ბეიტსი, Richard Jewell

  • ლორა დერნი, Marriage Story (გამარჯვებული)

  • სკარლეტ იოჰანსონი, Jojo Rabbit

  • ფლორენს პიუ, Little Women

  • მარგო რობი, Bombshell

საუკეთესო რეჟისორი

  • მარტინ სკორსეზე, The Irishman

  • ტოდ ფილიპსი, Joker

  • სემ მენდესი, 1917

  • კვენტინ ტარანტინო, Once Upon a Time in Hollywood

  • ბონგ ჯუნ ჰო, Parasite (გამარჯვებული)

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

  • Knives Out

  • Marriage Story

  • 1917

  • Once Upon a Time in Hollywood

  • Parasite (გამარჯვებული)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

  • The Irishman

  • Jojo Rabbit (გამარჯვებული)

  • Joker

  • Just Mercy

  • Little Women

  • The Two Popes

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

  • Parasite (სამხრეთ კორეა) — გამარჯვებული
  • Les Miserables (საფრანგეთი)
  • Pain and Glory (ესპანეთი)
  • Honeyland (ჩრდილოეთ მაკედონია)
  • Corpus Christi (პოლონეთი)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

  • How to Train Your Dragon: The Hidden World

  • I Lost My Body

  • Klaus

  • Missing Link

  • Toy Story 4 (გამარჯვებული)

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის

  • Joker (გამარჯვებული)

  • Little Women

  • Marriage Story

  • 1917

  • Star Wars: The Rise of Skywalker

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

  • I Can’t Let You Throw Yourself Away — Toy Story 4
  • I’m Gonna Love Me Again — Rocketman (გამარჯვებული)
  • I’m Standing With You — Breakthrough
  • Into the Unknown — Frozen 2
  • Stand Up — Harriet

საუკეთესო მხატვრობა

  • The Irishman

  • Jojo Rabbit

  • 1917

  • Once Upon a Time in Hollywood (გამარჯვებული)

  • Parasite

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი

  • The Irishman

  • Little Women (გამარჯვებული)

  • Jojo Rabbit

  • Joker

  • Once Upon a Time in Hollywood

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

  • Bombshell (გამარჯვებული)

  • Joker

  • Judy

  • Maleficent: Mistress of Evil

  • 1917

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი

  • The Irishman

  • Joker

  • The Lighthouse

  • 1917 (გამარჯვებული)

  • Once Upon a Time in Hollywood

საუკეთესო მონტაჟი

  • Ford v Ferrari (გამარჯვებული)

  • The Irishman

  • Jojo Rabbit

  • Joker

  • Parasite

ხმის საუკეთესო მონტაჟი

  • Ford v Ferrari (გამარჯვებული)

  • Joker

  • 1917

  • Once Upon a Time in Hollywood

  • Star Wars: The Rise of SkyWalker

ხმის საუკეთესო მიქსინგი

  • Ad Astra

  • Ford v Ferrari

  • Joker

  • 1917 (გამარჯვებული)

  • Once Upon a Time in Hollywood

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

  • Avengers Endgame

  • The Irishman

  • 1917 (გამარჯვებული)

  • The Lion King

  • Star Wars: The Rise of Skywalker

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

  • American Factory (გამარჯვებული)

  • The Cave

  • The Edge of Democracy

  • For Sama

  • Honeyland

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

  • In the Absence

  • Learning to Skateboard in a Warzone (გამარჯვებული)

  • Life Overtakes Me

  • St. Louis Superman

  • Walk Run Cha-Cha

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

  • Brotherhood
  • Nefta Football Club
  • The Neighbors’ Window (გამარჯვებული)
  • Saria
  • A Sister

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი

  • Dcera
  • Hair Love (გამარჯვებული)
  • Kitbull
  • Memorable
  • Sister
ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.