USD 2.6925
EUR 3.1481
RUB 3.5900
Тбилиси
2020 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე საქართველოში 1704 კომპანია დაიხურა
дата:  1006

ანალიტიკური პორტალი „ბიას“  მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე საქართველოში 1704 კომპანია დაიხურა და ოპერირება სრულად შეწყვიტა.

ამავე პერიოდში საქმიანობა დროებით 4 688-მა იურიდიულმა პირმა შეაჩერა. ამ დროისთვის Bia.ge-ზე რეგისტრირებულია 51 413 კომპანია, საიდანაც მცირე ზომის არის - 76%; საშუალო - 18% და მსხვილი - 6%.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით ზარალდება მცირე ბიზნესი, რადგანაც შარაშან დროებით შეჩერებულ კომპანიებში 93% იყო მცირე ზომის კომპანია. ვითარება ანალოგიური ამჟამადაც, წელსაც დროებით შეჩერებული კომპანიებიდან 98% არის სწორედ მცირე კომპანიები

ანალიტიკური პორტალის ინფორმაციით, პანდემიის პირველმა ტალღამ გამოწვია 700-მდე კომპანიის დროებით შეჩერება. 2021 წლის აპრილი თვის მაჩვენებლით კი 1125 კომპანია არის დროებით შეჩერებული. ზაფხულისთვის პორტალი ამ ციფრის ზრდას ელოდება.

мир
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати