USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Tbilisi
2020 წლის 7 მოდური და ადვილად მოსავლელი ვარცხნილობა
Date:  23438

გაზაფხულზე ყველას გვინდა განახლება. ულტრამოდური ვარცხნილობა  გარეგნობის გახალისების და გარშემომყოფთა გაოცების კარგი საშუალებაა. თბილი ქუდები მომავალ ზამთრამდე შენახულია და თამამად შეიძლება მოკლე ვარცხნილობების შერჩევა. რა ვარცხნილობებია დღეს მოდაში იმის გათვალისწინებით, რომ ვარცხნილობა ადვილი მოსავლელი უნდა იყოს.

ყველა ოცნებობს კინოვარსკვლავივით ლამაზი იყოს

შეიძლება გამოიყურებოდე ბრწყინვალედ და არ დააზარალო ოჯახის ბიუჯეტი. მთავარია შეასრულო მარტივი რჩევები და თვალი ადევნო მოდურ ტენდენციებს. გთავაზობთ რამოდენიმე ვარცხნილობას, რომლებიც ნამდვილად საყურადღებოა.

კაია გერბერი. ბობი

Кайа Гербер стрижка фото 2020

ცეცხლოვანი ბობი კვლავ ბრუნდება! სინდი კროუ­ფორდის ქალიშვილმა კაია გერბერმა ამ წელს უპი­რატესობა სითამამის და ელეგანტურობის ერთიანობას მიანიჭა. ბობი ან ბობ-კარე როგორც საშუალო სიგრძის ასე გრძელ თმასაც მოუხდება. როგორ მოვუაროთ. ერთი ვარცხნილობით შეიძლება როგორც მეამბოხის ასევე ძალიან ელეგანტური იერის შექმნა. მოცულობის მისაცემად გამოიყენეთ მუსი, ხოლო „ზღვის ტალღების“ ეფექტისთვის - სპრეი ზღვის წყლით

ჯენიფერ ლოურენსი: პიკსი

Дженнифер Лоуренс фото стрижка 2020

ფიქრობდნენ, რომ გრძელ, ხვეულ თმაზე უარის თქმა წერტილს დაუსვამს მსახიობის კარიერას. მაგ­რამ მოკლედ შეჭრილმა თმამ კიდევ უფრო მეტი სექ­სუალურობა შემატა მის იერს. შეიძლება ითქვას რომ ეს ვარცხნილობა აღმოჩენაა მათთვის ვისაც  ყვრიმა­ლების ხაზგასმა და სახის ვიზუალური გაახალგაზ­რდავება სურს.

როგორ მოვუაროთ: თმის მოსავლელად გამოიყენეთ ცვილი. შეიძლება გამოიყენოთ როგორც ჩვეულებ­რივი, ისე მქრქალი ცვილი თმას ზედმეტი ელვარება რომ მოვაშოროთ

 შარლიზ ტერონი: პაჟი

Шарлиз Терон стрижка фото 2020

თუ ვინმე იმსახურებს მოკლე თმის მოყვარულის სახელს, უთუოდ შარლიზ ტერონია. ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე თავს იწონებდა ვარცხნილობით „პაჟი“. ასეთ ფორმას საკმაოდ ფრთხილად უნდა მოექცე. არჩევანის გაკეთებისას ჯობია სპეციალი­სტის რჩევას ვენდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოვუძებნოთ შესაფერისი  და ტრენდული ალტერნატივა.

როგორ მოვუაროთ: თუ მაინც გადაწყვიტეთ კარდი­ნალური ცვლილებები, სტაილინგის საშუალებების და მრგვალი ჯაგრისის გარეშე არაფერი გამოგივათ. თმის ფაშრობისას არ დაგავიწყდეთ თერმოდაცვა.

ედი კემპბელი: განახლებული მალეტი

Эди Кэмпбелл фото стрижка 2020

ეს, დევიდ ბოუენის 80-იანი წლების საკულტო ვარ­ცხნი­ლობის უფრო ელეგანტური ვარიატია. გადას­ვლა მოკლე თმიდან გრძელზე ნაკლებად მკვეთრია და ამავე დროს ქაოტური. ასეთი ვარ­ცხნი­­ლობით  მოდელი ფენდის ახალი კოლექციის პრე­ზე­ნ­­ტა­ციაზე წარდგა. მალეტი - მოკითხვაა შორეუ­ლი წარსული­დან. ვარხნილობის სტილი მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ ვარცხნილობაში მთავარი მისი ხალისი და მსუბუქი მინიშნებაა ანდერგრაუნდზე.  

 როგორ მოვუაროთ: ყოველდღიური მოვლისტვის საჭიროა ცვილის ან ზღვის წყლის შემცველი საშუალებების გამოყენება.

ჰოლი ბერი: გარსონი

холли берри фото стрижка

წელიწადი არ გავა, რომ რომელიმე მსახიობი არ გამოჩნდეს ამ ვარცხნილობით. ენნ ჰეტეუეი, ჯენიფერ ლოურენსი და სხვა. მაგრამ ჰოლი ბერი უკვე მრავალი წელია მისი ერთგული რჩება. ვარცხნილობა ხაზს უსვამს მის ჩამოთლილ კისერს და „ქალი კატის“ ლამაზ ყვრიმალებს. „გარსონი“ უნივერსალურია ნებისმიერი ასაკისათვის. მოკლე თმა აქსესუარებზე და მაკიაჟზე აქცენტის გაკეთების საშუალებას იძლევა.

როგორ მოვუაროთ: ვარცხნილობისთვის ხაზგასმუ­ლი დაუდევრობის მისაცემად მუსის და ლაქის გამო­ყენება დაგჭირდებათ,

ელენა პოდკამინსკაია: შეგი

Елена Подкаминская фото стрижка 2020

ვარცხნილობის კლასიკური ვარიანტს ალექს ჩანგი ატარებს, ხოლო მის ვარიაციებს სხვა მსახიობები. შეიძლება დაამატოთ წინ მოკლედ შეჭრილი თმა ტეილორ სვიფტივით ან ელენა პოდკამინსკაიას მიბაძოთ და შეგის უფრო მოგრძო ვერსია აირჩიოთ. ვარცხნილობა თხელი თმის მქონე ქალბატონებს ურჩევან, რადგან ვარხნილობა მოცულობას მატებს. მაგრამ სქელ თმაზეც საკმაოდ ეფექტურია. შეგი ნებისმიერი სიგრძის თმას უხდება, უფრო მომგებიანად კი საშუალო სიგრძეზე  გამოიყურება.

როგორ მოვუაროთ: სველი თმის ეფექტის მქონე გელის და სავარცხლის საშუელბით შეგიძლიათ  ხვეული თმის ეფექტი შექმნათ.

ნადეჟდა მიხალკოვა: კარე

Надежда Михалкова стрижка фото 2020

  

ნიკიტა მიხალკოვის უმცროსმა ქალიშვილმა, მსახიობმა და რეჟისორმა ამ სეზონში ჩვეული გრძელი ვარცხნილობა კარეთი შეცვალა. ნადიას მაგალითხზე ჩამს. რომ თუ თქვენ გეშინიათ მოკლე თმის - თქვენ უბრალოდ არ იცით მისი ტარება. ამ ვარცხნილობაშიც კი მსახობის ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.

როგორ მოვაუროთ: მარტივად! სველ თმაზე გამოიყე­ნეთ ცოტა მუსი  და ისე გაიშრეთ თმა ან ფენით ან როგორც მოგეხერხებათ. ვარსკვლავური ვარცხნილობა გარანტირებული გაქვთ.

 

tbilisi
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way