USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
2020 წელში მსოფლიო მოსახლეობა 82,3 მილიონით გაიზარდა
თარიღი:  2212

2020 წელში მსოფლიოს მოსახლეობა 7.837 მილიარდი  გახდა. გერმანიის მსოფლიო მოსახლეობის ფონდის (DSW) მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობა, რომელიც 2020 წელს 82,3 მილიონით გაიზარდა, 2021 წელს შევა 7 მილიარდ 837 მილიონი ადამიანით.

„სამყარო რომ ყოფილიყო 100 მცხოვრიანი სოფელი, აქედან 59 იქნებოდა აზიიდან, 17 ამერიკიდან, 10 ევროპიდან, 8 ლათინური ამერიკიდან, 5 ჩრდილოეთ ამერიკიდან და ერთი კი ოკეანიიან. ასევე, ამ 100 ადამიანიდან 26 იქნებოდა 15 წელზე ნაკლები და 9 კი 64 წელს გადაცილებული. ვარაუდის მიხედვით,  2050 წლისთვის ამ სოფლის მოსახლეობა 129-მდე გაიზრდება. ამ 129 ადამიანიდან 69 იქნება აზიიდან, 33 ამერიკიდან, 10 ლათინური ამერიკიდან, 9 ევროპიდან, 5 ჩრდილოეთ ამერიკიდან და ერთი ისევ  ოკეანიდან“, - ნათქვამია გერმანიის მსოფლიო მოსახლეობის ფონდის მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის