USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების 70%-იანი კლებაა მოსალოდნელი
Date:  840

ყველაზე მნიშვნელოვანი არხი, რომლითაც პანდემიის შედეგად ხდება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არის ტურიზმი. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით. ჯამში, 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

„კორონავირუსით გამოწვეულმა ნეგატიურმა შოკმა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. ვირუსის გავრცელებამ შეაფერხა იმ პოზიტიური ტენდენციების გაგრძელება, რომელიც წინა წელს დაფიქსირდა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით. კერძოდ, 2019 წელს დაფიქსირდა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - 5.1%. ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში გენერირებულმა შემოსავალმა შეადგინა 3.3 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ-ს 18.4%), საქონლის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა - 3.8 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ-ს 21.2%), ხოლო წმინდა ფულადმა გზავნილებმა - 1.5 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ-ს 8.4%). აღნიშნულის შედეგად, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და მშპ-ის 5.1% შეადგინა.

ეკონომიკური აქტივობის შემცირების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის განმავლობაში 4%-ით შემცირდება, თუმცა 2020 წლის მე-4 კვარტლიდან მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, 2021 წლის განმავლობაში დაფიქსირდება ეკონომიკის 4%-იანი ზრდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი არხი, რომლითაც პანდემიის შედეგად ხდება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არის ტურიზმი. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით. ჯამში, 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით. ტურიზმის შემცირება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორებზე, მათ შორის, მშენებლობაზე და უძრავი ქონებით ვაჭრობაზე.

საქართველოს მთავრობამ აქტიური მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო პარტნიორებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის პირობებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გაზრდილი დაფინანსება მიიღო (მიმდინარე პროგრამის ფარგლებში). სავალუტო ფონდთან წარმატებულმა მოლაპარაკებებმა, საშუალება მისცა ქვეყანას სხვა დონორებისგანაც მოეზიდა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსები. შედეგად, ჯამში მთავრობამ მოიზიდა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის საბიუჯეტი დახმარება. გარდა ამისა, 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გახდა კერძო სექტორისთვის.“, - აღნიშნულია ანგარიშში.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way