USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Тбилиси
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაცია დაახლოებით 133,4 მილიონი ევროს შეადგენს
дата:  154

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმაციით,  2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაცია დაახლოებით 133,4 მილიონი ევროს შეადგენს.

მინისტრთა კომიტეტი ევროპული სასამართლოს მიერ აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც რუსეთს საქართველოსთვის სამი თვის ვადაში 129 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა რუსეთს ეს ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია.

"ამ კვირის სხდომაზე მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კომპენსაცია არ გადაუხდია. რუსეთის ფედერაციის მიერ დავალიანების მთლიანი თანხა, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს ", - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში. 

მინისტრთა კაბინეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს. ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვთ.

რუსეთი 2022 წლის მარში ევროსაბჭოდან გარიცხეს, თუმცა  კვლავ რჩება გაეროს წევრად და მონიტორინგის პროცედურებს ექვემდებარება.

область
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати