USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
20 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

20 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 51-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 314 დღე (ნაკიან წელში - 315).

დღის მოვლენები

395 : ბეთლემში პირველი დედათა მონასტერი დაარსდა

1547 : ედუარდ VI ინგლისის მეფე გახდა.

1864 : ამერიკის სამოქალაქო ომი : ოლუსტეს ბრძოლაში (სურათზე) კონფედერატებმა დაამარცხეს შეერთებული შტატები.

1872 : ნიუ-იორკში გაიხსნა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი

1902 : ფუტურიზმის დაბადება: იტალიელმა პოეტმა ფილიპო მარინეტიმ „ფუტურისტის მანიფესტი“ გამოაქვეყნა ფრანგულ ჟურნალში ფიგარო.

1920 : მიწისძვრა გორის მაზრაში: დაინგრა გორის შენობების უმეტესობა, დაიღუპა 114 ადამიანი.

1942 : ლეიტენანტი ედვარდ ო'ჰარი გახდა მეორე მსოფლიო ომში პირველი ამერიკელი მფრინავი-ასი.

1944 : მეორე მსოფლიო ომი : აშშ-მა აიღო კუნძული ენიტოკი.

1962 : ჯონ გლენმა შეასრულა პირველი ამერიკული კოსმოსური გაფრენა.

1986 : ორბიტაზე გაყვანილ იქნა საბჭოთა კოსმოსური სადგური „მირი“.

1988 : მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „მიმართვაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ-ის უმაღლეს საბჭოებს ოლქის სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში გადასაყვანად“, რაც ყარაბაღის ომის დაწყების საბაბი გახდა.

2009 : ლატვიის პრემიერ-მინისტრი ივარს გოდმანისი გადადგა მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისთან გაუმკლავებლობით გამოწვეული კრიტიკის გამო.

ამ დღეს დაბადებულნი

1866 : კარლ ვესტმანი — შვედი არქიტექტორი

1881 : იანის ბალოდისი — ლატვიელი გენერალი და პოლიტიკოსი,

1882 : ნიკოლაი ჰარტმანი —გერმანელი ფილოსოფოსი

1885 : ტაკუბოკუ ისიკავა — იაპონელი პოეტი

1899 : ალექსანდრე ჯაფარიძე — ქართველი მთამსვლელობის ორგანიზატორი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი

1901 : მუჰამედ ნაგიბი — ეგვიპტის პირველი პრეზიდენტი

1902 : ანსელ ადამსი — ამერიკელი ფოტოგრაფი

1912 : პიერ ბული — ფრანგი ნოველისტი.

1913 : აბდელ რაჰმან ალ-ბაზაზი — ერაყის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

1914 : კონსტანტინე ბარამიძე — ქართველი მეცნიერი

1915 : ილია მელია — ქართველი მღვდელი, ეკლესიის ისტორიკოსი და თეოლოგი.

1920 : კარლ ალბრეხტი — გერმანელი მრეწველი

1923 : მედეა ჯაფარიძე — ქართველი მსახიობი

1925  : რობერტ ოლტმენი — ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი.

1926 : რიჩარდ მეთისონი — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი

1927 : სიდნი პუატიე — ბაჰამელ-ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და მწერალი.

1930 : მიოდრაგ ბულატოვიჩი — სერბი მწერალი

1934 : ბორის გაპონოვი — ებრაელი ლექსიკოგრაფი

1937 : ნენსი უილსონი — ამერიკელი მომღერალი.

1943 : მაიკ ლი — ბრიტანელი მწერალი

1946 : ბრენდა ბლეთინი — ინგლისელი მსახიობი.

1948 : კრისტოფერ პისარიდესი — კვიპროსელ-ბრიტანელი ეკონომისტი.

1951 : ჯეიმზ ბრაუნი — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 52-ე პრემიერ-მინისტრი

1963 : ჩარლზ ბარკლი — ამერიკელი ვეტერანი პროფესიონალი კალათბურთელი

1964 : უილი გარსონი — ამერიკელი მსახიობი.

1964 : პიტერ გორდენო — ინგლისელი სიმღერების ავტორი.

1966 : სინდი კროუფორდი — ამერიკელი სუპერმოდელი

1967 : კურტ კობეინი — ამერიკელი როკ მუსიკოსი და მომღერალი

1967 : პაველ მონცივოდა — პოლონელი როკ მუსიკოსი

1969 : სინიშა მიხაილოვიჩი — სერბი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი.

1971 : იარი ლიტმანენი — ვეტერანი ფინელი ფეხბურთელი.

1974 : ოფელია ვინტერი — ფრანგი მომღერალი

1974 : გიორგი ლობჟანიძე — ქართველი პოეტი

1974 : ამირან მუჯირი — ქართველი ფეხბურთელი

1980 : რომან ახალკაცი — ქართველი ფეხბურთელი

1988 : რიანა — ბარბადოსელი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და დიზაინერი.

1992 : გიორგი ილურიძე — ქართველი ფეხბურთელი

1993 : მალხაზ გაგოშიძე — ქართველი ფეხბურთელი

1994 : ნიკა სანდოხაძე — ქართველი ფეხბურთელი

1995 : არტემ სიმონიანი — სომეხი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1054 : იაროსლავ ბრძენი — კიევის დიდი მთავარი

1431 : მარტინ V — რომის პაპი

1821 : გაიოზ რექტორი — ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი

1919 : ჰაბიბულა — ავღანეთის ამირა 1901-იდან

1960 : ვული, ლეონარდ — ინგლისელი არქეოლოგი

1969 : ანსერმე, ერნესტ — შვეიცარიელი დირიჟორი

1972 : გიოპერტ-მაიერი, მარია — გერმანელი ფიზიკოსი

1993 : ლამბორგინი, ფერუჩიო — იტალიელი მრეწველი

2000 : სობჩაკი, ანატოლი — რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

სოლომონ II

პართენ ლამპსაკელი

ლუკა ელადელი

1003 ნიკომიდიელი მოწამე

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way