USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
20 საუკუნის წინ ვიტრუვიუსის მიერ შექმნილი, არქიტექტურის ბიბლიად წოდებული წიგნი ქართულად პირველად გამოიცა
дата:  1077
მარკუს ვიტრუვიუსის ტრაქტატის - „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“ - ქართული თარგმანის პრეზენტაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა. წიგნი სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“.
თარგმანის პრეზენტაციას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, პროექტის ინიციატორი, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე, მთარგმნელი ნინო ხუციშვილი, გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, პროფესორები და არქიტექტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2022 წლიდან კულტურის სამინისტრომ დაიწყო იშვიათობად ქცეული წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა. სწორედ სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტის გათვალისწინებით გამოიცა ქართულად „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ".
ვიტრუვიუსის ეს ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია მრავალ ენაზე, ისტორიული ხუროთმოძღვრებით განთქმულ, მშენებლობის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანას კი ქართულ ენაზე არ გააჩნდა „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“. ეს გამოცემა, რომელიც ქართველ სტუდენტებს, არქიტექტორებსა და არქიტექტორ-რესტავრატორებს პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია.
პროექტის ინიციატორი და გამოცემის სამეცნიერო რედაქტორია საქართველოს დამსახურებული არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, მთარგმნელი - ნინო ხუციშვილი, რედაქტორები - ცისანა თოდუა-კარტოზია და ელზა ნაბახტეველი, დიზაინერი - მაკა ცომაია.
ინფორმაციისთვის: რომაელმა არქიტექტორმა და ინჟინერმა მარკუს ვიტრუვიუსმა ძვ. წ. პირველ საუკუნეში დაწერა ნაშრომი „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“. ქრისტეშობიდან მოყოლებული, დღემდე, არქიტექტურის ბიბლიად წოდებული წიგნი ახალგაზრდების არქიტექტორებად ჩამოყალიბების წყაროდ რჩება და იცავს არქიტექტურის კრედოს ვიტრუვიუსის ტრიადით - „სიმტკიცით, სარგებლით, მშვენიერებით“. სწავლული ბერძნულ არქიტექტურას განიხილავს, როგორც ძეგლს და მისი აპოლოგეტია. იტალიური რენესანსი ეყრდნობა სწორედ ვიტრუვიუსის ნაშრომს, რომელიც 1486 წელს დაიბეჭდა.
აღსანიშნავია, რომ ვიტრუვიუსის ნაშრომში დეტალურად არის აღწერილი კოლხური კოშკის აგების ტექნოლოგია.
ტრაქტატს ეცნობოდნენ რენესანსის ტიტანები, რომელთათვისაც ვიტრუვიუსი ავტორიტეტად იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა საყოველთაოდ ცნობილი „ვიტრუვიუსის ადამიანის“ გრაფიკული გამოსახულება კომენტარებით. ისიც ნიშანდობლივია, რომ აღორძინების ხანის ცნობილმა მოღვაწემ, ლეონ ბატისტა ალბერტიმ, თავის ტრაქტატს უწოდა „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“.
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати