USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
20 ოქტომბერს საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს
дата:  232

20 ოქტომბერს საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. სტატისტიკის მსოფლიო დღედ 20 ოქტომბერი 2010 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაწესდა. ამ დღეს გაეროს სტატისტიკის სამმართველო (UNSD), გაეროს რეგიონული ოფისები და გაეროს წევრი 200-მდე ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახური სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„ოფიციალური სტატისტიკის ძლიერი მომავალი პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, ობიექტურობასა და საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული. ეს მიმართულებები ჩვენთვის კვლავაც მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩება. მსოფლიო სტატისტიკის დღეს განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ ყველა სტატისტიკოსის მიმართ, მათი მნიშვნელოვანი როლისთვის სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გავრცელებაში. სანდო მონაცემები ხომ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ეფექტიანი პოლიტიკის შესამუშავებლად“ - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати