USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
20 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  407

20 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 293-ე დღე (ნაკიან წლებში – 294-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 72 დღე.

 

დღის მოვლენები

1740 : მარია ტერეზია ავსტრიის დედოფალი ხდება. საფრანგეთი, პრუსია, ბავარია და საქსონია პრაგმატულ სანქციას არ აღიარებენ და იწყება ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის.

1818 : აშშ-მა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს კონვენციას, რომელმაც სხვასთან ერთად აშშ-კანადის საზღვარი დააწესა4 49-ე პარალელის გასწვრივ თითქმის მთელი კონტინენტის სიგრძეზე.

1827 : ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის მოკავშირე საზღვაო ძალები თურქეთისა და ეგვიპტის ფლოტს ანადურებენ ნავარინოს ბრძოლაში, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

1883 : პერუ და ჩილე დაზავდნენ, რის გამოც ტარაპაკა ამ უკანასკენელს გადაეცა, ხოლო პერუ კი წყნარი ოკეანის ომს გამოეთიშა.

1941 : მეორე მსოფლიო ომი - კრაგუიევაჩის ათასობით მოქალაქე დაიხოცა გერმანელების მიერ ოკუპირებულ სერბეთში.

1944 : საბჭოთა ჯარებმა და იუგოსლაველმა პარტიზანებმა ქ. ბელგრადი გაათავისუფლეს.

1970 : საბჭოთა კავშირში სპორტლოტოს პირველი გათამაშება გაიმართა.

1973 : სიდნეის ოპერის თეატრი გაიხსნა.

1984 : მონტერეიში (კალიფორნია) გაიხსნა მონტერეის უბის აკვარიუმი.

2006 : ნასას მონაცემებით ოზონის ხვრელმა ანტარქტიკაზე 27.45 მილიონ კვ. კმ-ს მიაღწია, რაც შედარებისთვის აღემატება რუსეთისა და აშშ-ის ტეროტორიებს ერთად აღებულს.

2007 : სამხრეთი აფრიკა ანგარიშით 15:6 ამარცხებს ინგლისს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

2011 : ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი მოკლეს სირტეში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად.

2021 : ბარბადოსი რესპუბლიკად გამოცხადდა და სანდრა მეისონი პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1463 : აკილინი, ალესანდრო — იტალიელი ფილოსოფოსი

1469 : გურუ ნანაკ დევი — სიქხიზმის დამფუძნებელი

1677 : სტანისლაუს I ლეშჩინსკი — პოლონეთის მეფე

1808 : ანდრე, კარლ — გერმანელი გეოგრაფი

1819 : საიდ ალი მუჰამდი ალ-ბაბი — ბაბიზმის დამფუძნებელი

1854 : რემბო, არტურ — ფრანგი პოეტი (გ.1891)

1891 : კენიატა, ჯომო — კენიის პირველი პრეზიდენტი 1964-1978 (გ.1978)

1891 : ჩადვიკი, ჯეიმზ — ინგლისელი ფიზიკოსი

1897 : ი-უნი — კორეის პრინცი

1903 : აკაბორი სირო — იაპონელი ორგანოს-ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი

1908 : მიამოტო კენძი — იაპონიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე.

1942 : ნიუსლეინ-ვვოლარდი, ქრისტიან — გერმანელი ბიოლოგი

1946 : იელინეკი, ელფრიდე — ავსტრიელი მწერალი

1964 : კამალა ჰარისი — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, აშშ-ის 49-ე ვიცე-პრეზიდენტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1187 : ურბან III — რომის პაპი

1631 : მესტლინი, მიხეილ — გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი

1740 : კარლოს IV — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი

1964 : ჰუვერი, ჰერბერტ — აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი (დ.1874)

1967 : იოსიდა სიგერუ — იაპონიის პრემიერ-მინისტრი (დ.1878)

1984 : დირაკი, პოლ — ინგლისელი ფიზიკოსი

1994 : ბონდარჩუკი, სერგეი — რუსი კინორეჟისორი

2002 : ფრესონი, ბერნარ — ფრანგი მსახიობი

2011 : მუამარ კადაფი — ლიბიელი პოლიტიკოსი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოსებ ხუცესი

სერგი და ბაქოსი

იულიანე და კესარიოსი

პელაგია ტარსელი

პოლიქრონიოს ხუცესი

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის