USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
20 მარტის ამინდის პროგნოზი საქართველოში
дата:  726

სინოპტიკოსები 20 მარტს ქუთაისში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსსა და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით +5 იქნება. წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +0 გრადუსი იქნება, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლჭყაპს ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპი იქნება ახალციხეშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდები. დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

გორში იწვიმებს. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

ძლიერი ქარია მოსალოდნელი გუდაურში. +0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ასევე თოვლია ნავარაუდები ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6-მდე დაიწევს. რუსთავში მცირე ნალექი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი. ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати