USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
дата:  960

 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო,14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომობილების   მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას შემოვლითი გზების საშუალებით შეძლებენ.

 თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას,   ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით   იმოძრაონ.

 რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი   მარშრუტით:

 N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88 და N150 ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის   ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის   ქუჩაზე მოხვდებიან. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მარშრუტები თავისუფლების მოედანზე დატრიალდებიან და მარჯვენა სანაპიროზე   გავლენ, საიდანაც თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მეშვეობით   დაუკავშირდებიან, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებენ.

 ავტობუსების - N31, N37 და N46 მარშრუტები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით   ისარგებლებენ და მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, დადგენილი   სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, იმავე მარშრუტით კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან, შემდეგ კი გადაადგილებას   დადგენილი სქემით შეძლებენ.

 რაც შეეხება N20, N3 და N95 მარშრუტებს, მათ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, სქემა არ ეცვლებათ. უკუმიმართულებისას,   ბარათაშვილის ხიდიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გავლენ და კვლავ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მარჯვენა სანაპიროსკენ   გააგრძელებენ, ხოლო შემდგომ ზაარბრიუკენის ხიდის მეშვეობით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N124 ავტობუსის ბოლო გაჩერება   მეტროსადგურ „რუსთაველის“ ნაცვლად, ბარათაშვილის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს; N80 მარშრუტი კი თავისუფლების   მოედანზე დატრიალდება და მოძრაობას ე.წ. კონკასთან დაასრულებს.

 მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N64, N72, N120, N133, N137 და N170 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის   ქუჩიდან ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას,   ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან და ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას დადგენილი სქემით   გააგრძელებენ; N10, N140 და N149 მიკროავტობუსები კოტე აფხაზის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. შემდგომ   გადავლენ მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან, ჭანტურიას ქუჩიდან კი შეეძლებათ,   დადგენილი სქემით იმოძრაონ.

 N145 მიკროავტობუსი თავისუფლების მოედნისკენ მელიქიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს. კერძოდ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის,   მარჯვენა  სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლის შემდეგ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდება და მოძრაობას დადგენილი სქემით   გააგრძელებს.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати