USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
20 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  324

20 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 171-ე დღე (ნაკიან წლებში – 172-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 194 დღე.

დღის მოვლენები

1214 : ოქსფორდის უნივერსიტეტს სამეფო ქარტია მიენიჭა.

1578:  ინგლისელმა მკვლევარმა ნარტინ ფრობიშერმა გრენლანდია ბრიტანეთის კუთვნილებად გამოაცხადა და დასავლეთ ინგლისი უწოდა.

1631 : მონმუთის აჯანყება — მონმუთის გრაფი თავს ინგლისის მეფედ აცხადებს ბრიჯუოტერში.

1782 : აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა აშშ-ის დიდი ბეჭედი.

1792 :  პარიზში დაწყებული ამბოხებით დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია.

1793 :  ამერიკელმა ელი უიტნიმ დააპატენტა ბამბის საწმენდი მანქანა.

1837 : ვიქტორია გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახდა.

1840 :  სამუელ მორზემ ტელეგრაფი დააპატენტა.

1857 : გამოიცა დღეისათვის უნიკალური და ყველაზე ძვირად ღირებული საფოსტო მარკა „ტიფლისის უნიკა“.

1863 : დასავლეთი ვირჯინია აშშ-ის 35-ე შტატი გახდა.

1867 :  პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა განაცხადა რუსეთისგან ალიასკის შეძენის შესახებ.

1860 : გამოცხადდა მალისა და სენეგალის დამოუკიდებლობა.

1877 : ალექსანდრე ბელმა მსოფლიოს პირველი კომერციული სატელეფონო სერვისი დაამონტაჟა ჰამილტონში, ონტარიო, კანადა.

1928 :  დაარსდა ესპანური საფეხბურთო კლუბი ვალიადოლიდი

1934 :  გასაყიდად გაიტანეს ვატერლოოს ხიდი.

1943 :  ჩრდილოეთ კანადაში აღმოაჩინეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კვებეკის კრატერი.

1949 :  რომის პაპმა ანათემას გადასცა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ლიდერები.

1963 : ე. წ. „წითელი ტელეფონი“ ამოქმედდა საბჭოთა კავშირსა და აშშ–ს შორის კუბის ქობინთა კრიზისის გამო.

1966 : კანადამ საბჭოთა კავშირს 9,14 ტერაგრამი ხორბალი მიჰყიდა.

1973 : ეზეიზას ხოცვა ბუენოს–აირესში, არგენტინა. სნაიპრებმა ცეცხლი გაუხსნეს მემარცხენე პერონისტებს. 13 ადამიანი მოკვდა და 300–მდე დაიჭრა.

1978 : 6,5 ბალის მიწისძვრა მოხდა სალონიკში, საბერძნეთი.

1990 : ასტეროიდი „ევრიკა“ აღმოაჩინეს.

1991 : გერმანიის პარლამენტმა გადაწყვიტა დედაქალაქი ბონიდან ბერლინში დაებრუნებინა.

1993 : შესრულდა პირველი საცდელი რეისი ევროტუნელის გავლით. რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ბრიტანეთს და საფრანგეთს.

2001 : პერვეზ მუშარაფი პაკისტანის პრეზიდენტი გახდა.

2003 : ფონდი ვიკიმედია შეიქმნა.

2007 : ჩინეთი სასათბურე აირების გამოყოფის რაოდენობით მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა გახდა.

2009 :

ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბექ ევკუროვი მძიმედ დაიჭრა მისი მოკვლის მიზნით განხორციელებულ თავდასხმაში.

გრენლანდია თვითმმართველობაზე გადავიდა, საკუთარი სასამართლო სისტემის, პოლიციისა და ბუნებრივი რესურსების მართვის ჩათვლით, 2008 წლის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე.

აკროპოლისის მუზეუმი გაიხსნა ათენში, საბერძნეთი, ელგინის მარმარილოსა და პართენონის სხვა ხელოვნების ნიმუშების გარშემო გამწვავებული დავის ფონზე.

2012 : პარტია ახალი დემოკრატიის ლიდერი ანტონის სამარასი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

2019 : რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გამოსული მომიტინგეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა; დაშავდა ათეულობით ადამიანი.

2022 : ევროკომიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარყოფითი რეკომენდაციის შემდეგ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1819 : ოფენბახი, ჟაკ — ფრანგი კომპოზიტორი (გ.1880)

1914 : ბრანდი, ალბრეხტ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე

1928 : გონაშვილი, ჰამლეტ — ქართველი მომღერალი, სახალხო მოლექსე, მასწავლებელი

1967 : კიდმანი, ნიკოლ — ავსტრალიელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1866 : რიმანი, ბერნჰარდ — გერმანელი მათემატიკოსი (დ.1826)

1911 : სარაჯიშვილი, დავით — ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი

2011 : რაიან დანი — ამერიკელი მსახიობი.

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

გაერო: დევნილთა საერთაშორისო დღე.

 მსოფლიო: ზოოპარკებში სპილოების დაცვის საერთაშორისო დღე.

 მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

აზერბაიჯანი: გაზის მეურნეობის მშრომელთა დღე.

არგენტინა: ეროვნული დროშის დღე.

 სენეგალი: დამოუკიდებლობის დღე.

უზბეკეთი: სუვერენიტეტის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თეოდოტე ანკვირელი

მარცელინე – რომის პაპი და მოწამენი კლავდიუსი, კირინი და ანტონინე

მარკელი – რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლარგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპაუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია

ესია და სოსანა

ვალერია, კვირიაკია და მარიამი

აგრეთვე:

არგენტინა : დროშის დღე (1938)

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way