USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
20 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  688

20 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 110-ე დღე (ნაკიან წლებში – 111-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 255 დღე.

დღის მოვლენები

  • 1303 : რომის პაპმა ბონიფაციუს VIII-ემ დააფუძნა რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტი.
  • 1534 : ჟაკ კარტიე იწყებს თავის მოგზაურობას, რომლის შედეგადაც აღმოაჩენს კანადასა და ლაბრადორს.
  • 1653 : ოლივერ კრომველმა დაითხოვა გავის პარლამენტი.
  • 1657 : ადმირალმა რობერტ ბლეიკმა გაანადგურა ესპანური ვერცხლის გადამზიდავი ფლოტი ტენერიფესთან.
  • 1657 : ახალი ამსტერდამის (შემდგომში ნიუ-იორკი) ებრაელებს მიეცათ მრწამსის თავისუფლების უფლება.
  • 1770 : ასპინძის ბრძოლა. ერეკლე II-მ დაამარცხა ოსმალურ-ლეკური ჯარი.
  • 1877 : ქართველებმა და რუსეთმა აიღეს ბაიაზეთი.
  • 1921 : სამმხრივი შეთანხმება ამიერკავკასიის რკინიგზის გაერთიანების შესახებ.
  • 1922 : შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
  • 1942 : ბრძოლა მოსკოვისათვის.
  • 2009 : ნიუ-იორკ ტაიმზმა ხუთი პულიცერის პრემია მიიღო, მათ შორის საერთაშორისო რეპორტაჟებისთვის აშშ-ის „სამხედრო და პოლიტიკურ სირთულეებზე“ ავღანეთსა და პაკისტანში.
  • 2011 : ლიბიაში, მისრატის ბრძოლაში, მოკლეს ფოტოგრაფები თიმ ჰეთერინგთონი და ქრის ჰონდროსი.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1808 : ნაპოლეონ III — საფრანგეთის იმპერატორი
  • 1889 : ჰიტლერი, ადოლფ — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1893 : მირო, ჟოან — კატალონიელი მხატვარი
  • 1911 : ბაბილოძე, გიორგი — ქართველი სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე
  • 1923 : საყვარელიძე, ტარიელ — ქართველი მსახიობი
  • 1947 : სუვოროვი, ვიქტორ — რუსი მწერალი და ისტორიკოსი
  • 1956 : კახა ბენდუქიძე — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1314 : კლემენტ V — რომის პაპი
  • 1918 : ბრაუნი, კარლ ფერდინანდ — გერმანელი ფიზიკოსი
  • 1929 : ალბერტ ვილჰელმ ჰაინრიხ პრუსიელი — გერმანიის საიმპერიო სამხედრო ფლოტის გროსადმირალი
  • 1932 : პეანო, ჯუზეპე — იტალიელი მათემატიკოსი
  • 1965 : ასტანგოვი, მიხეილ — რუსი საბჭოთა მსახიობი
  • 2001 : სინოპოლი, ჯუზეპე — იტალიელი დირიჟორი და კომპოზიტორი
  • 2021 : იდრის დები — ჩადის პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • გიორგი აღმსარებელი
    • მოწამე კალიოპე
    • რუთინა დიაკონი, აკვილინა მცირე და მათთან 200 მხედარი
    • სერაპიონ მონაზონი
  • წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღე
  • დიდი ბრიტანეთი, ენძელას დღე.
  • ვენესუელა, დამოუკიდებლობის დეკლარაციის დღე.
  • სიერა-ლეონე, რესპუბლიკის დღე.
  • მესამე რაიხში 1933 წლიდან — ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღე.
region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way