USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
20 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
дата:  364

20 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 232-ე დღე (ნაკიან წლებში – 233-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 133 დღე.

დღის მოვლენები

636 : იარმუკის ბრძოლა - არაბთა ჯარები ხალიდ ბილ ვალიდის მეთაურობით სირიასა და პალესტინას ართმევენ ბიზანტიის იმპერიას, რაც მუსლიმანთა დაპყრობებისა და არაბეთს გარეთ ისლამის სწრაფი გავრცელების პირველი დიდი ტალღა იყო.

917 : ანქიალუსის ბრძოლა - ბულგარეთის მეფე სემეონ I თრაკიას იპრყობს და ბიზანტიელებს სდევნის.

1000 : უნგრეთი დაარსდა როგორც ქრისტიანული სახელმწიფო სტეფენ I-ის მიერ.

1900 : იაპონიის დაწყებითი სკოლის კანონით შემოღებულ იქნა აუცილებელი ოთხწლიანი სწავლება.

1914 : პირველ მსოფლიო ომში გერმანიის ჯარმა აიღო ქ. ბრიუსელი.

1920 : პირველი კომერციურლი რადიოსადგური 8MK (WWJ) იწყებს მაუწყებლობას დეტროიტში, მიჩიგანი.

1926 : დაარსდა იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კომპანია Nippon Hōsō Kyōkai (NHK).

1940 : მეხიკოში გადასახლებაში მყოფ რუს რევოლუციონერ ლეონ ტროცკის დაქირავებულმა მკვლელმა ყინულის ცულით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ტროცკი მომდევნო დღესვე გარდაიცვალა.

1960 : სენეგალმა მალის ფედერაციიდან გამოდის და დამოუკიდებლობას აცხადებს.

1968 : ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ჯარები შევიდნენ ჩეხოსლოვაკიაში, „პრაღის გაზაფხულის“ პოლიტიკური ლიბერალიზაციის ჩასახშობად.

1991 : 50-წლიანი ოკუპაციის შემდეგ ესტონეთმა სსრ კავშირისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1991 : საბჭოთა კავშირის დაშლა : 100.000-ზე მეტი ადამიანი გამოდის საბჭოთა კავშირის პარლამენტის შენობის წინ ხუნტის წინააღმდეგ.

2007 : საქართველოს რკინიგზის მართვის უფლება 99 წლით ბრიტანულ კომპანია „ფარქფილდ ინვესტმენტს“ გადაეცა.

2015 : საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა.

2016 : გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 54 და დაშავდა 66 ადამიანი.

2017 : ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის შედეგად, ტყის 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.

2018 : ვენესუელაში ახალი ვალუტა, სუვერენული ბოლივარი შემოიღეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1833 : ჰარისონი, ბენჯამინ — აშშ-ს 23-ე პრეზიდენტი (გ.1901)

1889 : კაკაბაძე, დავით — ქართველი მხატვარი

1890 : ლავკრაფტი, ჰაუარდ ფილიპს — ამერიკელი მწერალი (გ.1937)

1901 : კვაზიმოდო, სალვადორე — იტალიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1913 : სპერი, რობერტ ვოლკოტ — ამერიკელი ნეირობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1936 : ჰიდეკი შირაკავა — იაპონელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1937 : კონჩალოვსკი, ანდრეი — რუსი რეჟისორი

1941 : მილოშევიჩი, სლობოდან — სერბეთის პრეზიდენტი

1944 : განდი, რაჯივ — ინდოეთის პრემიერ მინისტრი

1947 : ჟოზე ვილკერი — ბრაზილიელი მსახიობი და რეჟისორი

1948 : რობერტ პლანტი — ინგლისელი ვოკალისტი, ჯგუფ ლედ ზეპელინის წევრი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

984 : იოანე XIV — რომის პაპი

1580 : ოსირიუ, ჟერონიმო — პორტუგალელი ისტორიკოსი

1773 : ფლორესი, ენრიკე — ესპანელი ისტორიკოსი

1823 : პიუს VII — რომის პაპი (დ.1740)

1914 : პიუს X — რომის პაპი (დ.1835)

1915 : ელრიხი, პაულ — გერმანელი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინაში

1917 : ბაიერი, ადოლფ ფონ — გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1961 : ბრიჯმანი, პერსი ვილამს — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დომენტი სპარსი და ორნი მოწაფე მისი

მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი

ორე ნიტრიელი

პოტამია საკვირველთმოქმედი

პიმენ მრავალსნეული

აგრეთვე:

ესტონეთი : რესტავრაციის დღე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати