USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
2 წლის განმავლობაში სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 600-მდე ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში
Date:  

სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 600-მდე ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. ორწლიანი ამნისტია 2023 წელს დასრულდა.

 სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში საერთო ჯამში შემოვიდა 1858 განცხადება, ამჟამად დამატებით შესწავლის პროცესშია 1000-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი. პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი მესაკუთრე მიიღებს უფლებრივად უნაკლო ქონებას.

 აღნიშნული ამნისტია თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა, რადგან წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა გარკვეული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, სხვადასხვა ტიპის არქიტექტურული დარღვევების და დარჩენილი მცირე სამშენებლო სამუშაოების გამო. ყოველივე აღნიშნულით ზარალდებოდა მოქალაქეების ინტერესები, რომლებმაც შეიძინეს უძრავი ქონება ამ ობიექტებში, ვინაიდან ექსპლუატაციის მიღების გარეშე ქონება უფლებრივად სრულყოფილი არ არის, ასევე ექსპლუატაციის მიღების გარეშე მრავალბინიან საცხოვრებელში ვერ იქმნებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, რაც აფერხებდა მათ მუნიციპალურ პროგრამებში ჩართვას.

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way