USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
Date:  680

გურამ გაბესკირია (დ. 2 მარტი, 1947, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 27 სექტემბერი, 1993, სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი, პოლკოვნიკი, ქალაქ სოხუმის მერი, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა 1993 წელს ქართველების ეთნიკური წმენდის დროს მოკლეს. საქართველოს ეროვნული გმირი.

ბიოგრაფია

გურამ გაბესკირია დაიბადა 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით, თუმცა თავი გამოიჩინა როგორც ფეხბურთელმა. 1960-იანი წლების ბოლოს თამაშობდა სოხუმის „დინამოში“, მოგვიანებით კი თავისი კარიერა გააგრძელა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში, ბოლოს კი — თბილისის „ცსკა“-ში. 1972 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წლიდან იგი გახდა რესპუბლიკური დონის, 1974 წელს კი — საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი. 1973 წელს იგი მიიწვიეს ლანჩხუთის „გურიის“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში.

1975-1979 წლებში მუშაობდა სოხუმის თევზკომბინატში, ჯერ მუშად, შემდეგ ოსტატად, გადამუშავების საამქროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. ეისკის თევზის მრეწველობის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ გადაყვანილ იქნა სოხუმის მეთევზეთა კოლმეურნეობის სქურჩის თევზის გადამუშავების საამქროს უფროსად. 1987 წლიდან სოხუმის თევზკომბინატის დირექტორია.

1989 წელს სსრკ-ში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ყველა ქართულმა გუნდმა, სოხუმის „დინამოს“ გარდა, დატოვა საბჭოთა ჩემპიონატი. გურამ გაბესკირიამ მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კლუბ სოხუმის „ცხუმის“ დაარსებაში, რომელიც თამაშობდა ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში. გურამ გაბესკირია აგრეთვე გახდა კლუბის პრეზიდენტი. 1991 წელს იგი მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში, თუმცა თავისი კანდიდატურა მოხსნა თამაზ ნადარეიშვილის სასარგებლოდ.

1992 წელს გურამ გაბესკირია გახდა სოხუმის მერი და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქალაქი სოხუმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და აფხაზი და დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკიების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი. ვიდეო-მასალების, ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტებისა და მოვლენათა შესახებ თვითმხილველთა გადმოცემების მიხედვით, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა ძალით გაიყვანეს პარლამენტის შენობის გარეთ და მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც გურამ გაბესკირიამ მათ რუსულად უპასუხა: „არასდროს ჩემს სიცოცხლეში!“ (რუს. Никогда в жизни!).

ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს. 2005 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა მალკოლმ ლინტონმა თბილისის არტ-გალერეაში მოაწყო მის მიერ აფხაზეთის ომის დროს გადაღებული ფოტომასალების გამოფენა, სადაც გურამ გაბესკირიას შვილმა ვლადიმერ გაბესკირიამ ცხედრებს (ჟიული შარტავასა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად) შორის ამოიცნო მამამისი, რომელიც აშკარად ჩანს ერთ-ერთ ფოტოსურათზე.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირია სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაჯილდოებულ იქნა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი — საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით. 2017 წლის ოქტომბერში გურამ გაბესკირიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way