USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
2 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  268

2 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 61–ე დღე (ნაკიან წლებში - 62–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 304 დღე.

დღის მოვლენები

1855 : ტახტზე ავიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II.

1861 : ალექსანდრე II-ის განკარგულებით რუსეთის იმპერიაში გაუქმდა ბატონყმობა.

1946 : ხო ში მინი ვიეტნამის პრეზიდენტად აირჩიეს.

1956 : მაროკომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.

1956 : თბილისში დახვრიტეს სტალინის ხსოვნის მხარდამჭერი სტუდენტთა მიტინგი.

1969 : რუსულ და ჩინურ ჯარებს შორის მოხდა შეიარაღებული შეტაკება კუნძულ დამანსკიზე, მდ. უსურიზე.

1992 : აზერბაიჯანი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, და ყირგიზეთი გაეროს წევრები გახდნენ დამოუკიდბელი სახელმწიფოს სტატუსით.

2008 : რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრი მედვედევი იმარჯვებს.

2009 :

გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი ჟოან ბერნარდო ვიეირა მოკლეს საკუთარ რეზიდენციაში ბისაუში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა.

საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირის დაპატიმრების სანქცია გასცა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამო.

სადაზღვევო კომპანია AIG 2008 წლის ბოლო სამ თვეს კორპორაციულ ისტორიაში რეკორდული კვარტალური დანაკარგით ($61,7 მილიარდი) ასრულებს.

2013 : ტაჯიკეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად გახდა.

2018 : სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად არმენ სარქისიანი აირჩია.

ამ დღეს დაბადებულნი

1316 : რობერტ II — შოტლანდიის მეფე (1371–1390)

1459 : ადრიანე VI — რომის პაპი (1522–1523)

1770 : ლუი გაბრიელ სიუშე — საფრანგეთის მარშალი

1778 : ფრიდერიკე ფონ მეკლენბურგ-შტრელიცი — ჰანოვერის დედოფალი.

1810 : ლეო XIII — რომის პაპი (1878–1903)

1824 : ბედრჟიხ სმეტანა — ჩეხი კომპოზიტორი

1836 : თეოდორ ნელდეკე — გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი.

1859 : შოლომ-ალეიხემი — ებრაელი მწერალი

1882 : ალექსანდრე იმედაშვილი — ქართველი მსახიობი

1883 : ნიკოს კაზანძაკისი — ბერძენი მწერალი.

1894: ალექსანდრე ოპარინი — საბჭოთა ბიოკიმიკოსი

1906 : ვლადიმერ ჭელიძე — ქართველი მათემატიკოსი

1917 : მირზა გელოვანი — ქართველი პოეტი

1919 : თამარა თუმანოვა — ქართული წარმომავლობის ამერიკელი ბალერინა და მსახიობი.

1927 : გრიგოლ ბოგვერაძე — სოციალისტური შრომის გმირი (1959).

1931 : მიხეილ გორბაჩოვი —სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი

1931 : ტომ ვულფი — ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი

1937 : აბდელაზიზ ბუტეფლიკა — ალჟირის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.

1938 : რიკარდო ლაგოსი — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე.

1940 : მამნუნ ჰუსეინი — პაკისტანის სახელმწიფო მოღვაწე.

1942 : ლუ რიდი — ამერიკელი როკ-მუსიკოსი

1947 : გურამ გაბესკირია — ქალაქ სოხუმის მერი (1992–1993)

1947 : ჰარი რედნაპი — ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.

1957 : დავით იაკობაშვილი — ბიზნესმენი.

1959 : თემურ კოხოძე — ქართველი პოლიტიკოსი

1962 : ჯონ ბონ ჯოვი — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ქველმოქმედი და მსახიობი

1981 : ტიაგუ მენდეში — პორტუგალიელი ფეხბურთელი

1983 : ლისანდრო ლოპესი — არგენტინელი ფეხბურთელი

1987 : ნუკრი რევიშვილი — ქართველი ფეხბურთელი

1992 : გიორგი ცაავა — ქართველი ფეხბურთელი

1995 : გიორგი გაბაძე — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1797 : უოლპოული, ჰორას — ინგლისელი მწერალი

1835 : ფრანც II — საღვთო რომის იმპერატორი

1855 : ნიკოლოზ I — რუსეთის იმპერატორი

1930 : ლორენსი, დეივიდ ჰერბერტ — ინგლისელი მწერალი

1939 : კარტერი, ჰოუარდ — ინგლისელი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი

1965 : წერეთელი, მიხეილ — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

1991 : გენზბური, სერჟ — ფრანგი მუსიკოსი

2008 : სოფიკო ჭიაურელი — ქართველი მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ნიკოლოზ V კათოლიკოსი

ლეონ I, რომის პაპი

ფლავიანე პატრიარქი

აღაპიტე აღმსარებელი

აგრეთვე:

ეთიოპია : გამარჯვების დღე

ლიბია : ევაკუაციის დღე

მიანმარი : გლეხთა დღე

ტეხასი : დამოუკიდებლობის დღე

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати