USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
2 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  627

2 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 153-ე დღე (ნაკიან წლებში – 154-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 212 დღე.

დღის მოვლენები

  • 455 : ვანდალებმა რომში შეაღწიეს და ორი კვირა ძარცვავდნენ.
  • 1098 : ჯვაროსნებმა ანტიოქიის ქალაქის გალავანი გაარღვიეს.
  • 1780 : პირველი დერბი ჩატარდა აშშ-ში.
  • 1793 : ჟან-პოლ მარა საფრანგეთის ნაციონალურ კონვენციას უსახელებს 29 ადამიანს, რომლებიც მოგვიანებით გილიოტინით დასაჯეს. მომდევნო წლის განმავლობაში კიდევ 17.000 ადამიანს მოჭრეს თავი ტერორის მმართველობის პერიოდში.
  • 1857 : ჯეიმზ გიბმა დააპატენტა საკერავი მანქანა.
  • 1864 : მოსკოვში გაიხსნა ზოოპარკი
  • 1891 : ირლანდიელი უილიამ მაკკრამას შეთავაზებით ფეხბურთის წესებში დაემატა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა(პენალტი)
  • 1897 : ნიუ-იორკის ყოველკვიერულმა ჟურნალმა  «New York Journal», გამოაქვეყნა ცნობა სადაც უარყო მარკ ტვენის გარდაცვალების ფაქტი, ამ ცნობას თან ერთვოდა მარკ ტვენის მიერ ლონდონიდან გამოგზავნილი დეპეშის ცნობილი ტექსტი: „ცნობა ჩემი გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია“
  • 1896 : გულიელმო მარკონიმ მიიღო პატენტი მისი უახლესი გამოგონება - რადიოსთვის.
  • 1910 : ახალ გვინეაში აღმოაჩინეს პიგმეების ტომი.
  • 1924 : აშშ-ში მცხოვრებმა ინდიელებმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს
  • 1946 : რეფერენდუმში იტალიელებმა მონარქიას რესპუბლიკა ამჯობინეს. მეფე უმბერტო II დი სავოია ქვეყნიდან გადაიხვეწა.
  • 1953 : ჩატარდა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ინაუგურაცია.
  • 1955 : საფუძველი ჩაეყარა კოსმოდრომ ბაიკონურს.
  • 1975 : ფრანგმა მეძავებმა ლიონის ეკლესია დაიკავეს გადამეტებული ჯარიმებისა და გადასახადების პროტესტის ნიშნად, და ასევე პოლიციის მიერ ძალადობის მიმართ უყურადღებობის გამო, რამაც დასაბამი მისცა სექსის მუშათა უფლებების დაცვის მოძრაობას.
  • 1979 : პაპი იოანე პავლე II მშობლიურ პოლონეთში ჩადის, გახდა რა ამით პირველი პაპი, რომელიც კომუნისტურ ქვეყანას ეწვია.
  • 1992 : დანიამ უარყო მაასტრიხტის ხელშეკრულება ხმათა მცირე უმრავლესობით ეროვნულ რეფერენდუმში.
  • 1999 : ბჰუტანის სამაუწყებლო კომპანიამ პირველად შემოიღო სამეფოში სატელევიზიო გადაცემა.
  • 2003 : ევროპამ პირველი გაშვება მოახდინა პლანეტა მარსზე. ევროპული კოსმოსური სააგენტოს მარს-ექსპრესი ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა.
  • 2008 : იამაიკელი უსაინ ბოლტი 9,72 წამით ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს 100 მეტრზე სპრინტში რიბოკის გრან პრიზე ნიუ-იორკში.
  • 2014 : ინდოეთში ანდჰრა-პრადეშის შტატის გაყოფის შედეგად ტელანგანის შტატი შეიქმნა.
  • 2015 : ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი თანამდებობიდან გადადგა.
  • 2015 : რაიმონდს ვეიონისი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2019 : ბრიგიტე ბირლაინი ავსტრიის პირველი ქალი-კანცლერი გახდა.
  • 2021 : იცხაკ ჰერცოგი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1535 : ლეო XI — რომის პაპი (გ.1605)
  • 1740 : სადი, მარკიზ დე — ფრანგი მწერალი (გ.1814)
  • 1835 : პიუს X — რომის პაპი (გ.1914)
  • 1840 : ჰარდი, ტომას — ინგლისელი პოეტი, მწერალი (გ.1928)
  • 1857 : ელგარი, ედუარდ — ინგლისელი კომპოზიტორი (გ.1934)
  • 1888 : ჯაბადარი, გიორგი — ქართველი რეჟისორი და პედაგოგი (გ.1938)
  • 1914 : ჰაჯიბეილი, ვალერია — ქართველი არქიტექტორი.
  • 1942 : ტონი ბუზანი – ინგლისელი მწერალი და განათლების კონსულტანტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1298 : ადოლფი (ნასაუ) — საღვთო რომის იმპერატორი
  • 1882 : გარიბალდი, ჯუზეპე — იტალიის სახალხო გმირი (დ.1807)
  • 1987 : სეგოვია, ანდრეს — ესპანელი გიტარისტი (დ.1893)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • აზერბაიჯანი - სამოქალაქო ავიაციის დღე
  • იტალია - რესპუბლიკის დღე
  • ბულგარეთი - ხრისტო ბოტევის დღე (ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების დღე)
  • რუსეთი - ჯანსაღი კვების დღე

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ზაბულონი და სოსანა – წმინდა ნინოს მშობლები
    • თალალე, ალექსანდრე და ასტერი
    • მოწამე ასკალონი
    • აღმოყვანება წმინდათა ნაწილთა წმინდისა ალექსისა, მიტროპოლიტისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა საკვირველთმოქმედისა
    • ღირსი თალასე
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way