USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  260

ვერძი
მოერიდეთ კრიტიკას ოჯახის წევრების მიმართ. კარგი დღეა სპა-პროცედურებისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

კურო
საოჯახო საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და დარჩენილი დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მცირე ავანტიურა დასაშვებია. 

ტყუპი
ნუ ითავებთ ყველას პრობლემების მოგვარებას, მეტად დაისვენეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში, ბუნებაში გაატარეთ. 

კირჩხიბი
დღე ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც მოიცალოთ. საოჯახო საქმეები ნათესავებს გადაუნაწილეთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. 

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. გაანებივრეთ ოჯახის წევრები ყურადღებითა და სიურპრიზებით. 

ქალწული
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ახლობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. საღამოს რომანტიკული შეხვედრისთვის მოემზადეთ. 

სასწორი
საინტერესო, დასამახსოვრებელი დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში. მოსალოდნელია დაუვიწყარი შეხვედრები. 

მორიელი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. დილიდან გაემგზავრეთ ბუნებაში. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ. 

მშვილდოსანი
პოზიტიური დღე გელით. დილა საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკითა და მზრუნველობით გაანებივრეთ. 

თხის რქა 
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გამონახეთ დრო შოპინგისთვის. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. ან მეგობრებთან ერთად ქალაქში გაისეირნეთ, კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით. 

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, მეგობრებთან ერთად ბუნებაში ყოფნას. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way