USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
2 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
 736

2 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-2 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 363 დღე (ნაკიან წელში - 364).

დღის მოვლენები

  • 366 : ალემანების მრავალრიცხოვანმა არმიამ გადალახა გაყინული რაინი, რომის იმპერიის დაპყრობის მიზნით.
  • 1492 : გრანადის ოკუპაციით დასრულდა ესპანეთის ქრისტიანული რეკონკისტა.
  • 1769 : გაიხსნა ლონდონის სამხატვრო აკადემია, რომლის პირველი რექტორი გახდა მხატვარი ჯოშუა რეინოლდსი.
  • 1782 : ავსტრიაში ებრაელთა მიმართ "შემწყნარებლობის აქტი" დაამტკიცეს.
  • 1788 : ჯორჯია გახდა აშშ-ს მე-4 შტატი.
  • 1793 : რუსეთმა და პრუსიამ პოლონეთი გაიყვეს.
  • 1850 : თბილისში პროფესიული ქართული თეატრის ფუძემდებლის გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“”წარმოადგინეს.
  • 1818 : ბრიტანეთის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება დაარსდა.
  • 1843 : დრეზდენში რ. ვაგნერის ოპერა „მფრინავი ჰოლანდიელის“ პრემიერა ჩატარდა.
  • 1870 : ბრუკლინის ხიდის მშენებლობა დაიწყო.
  • 1882 : ჯონ როკფელერმა მისი ნავთობმფლობელობა სტანდარდ ოილ ტრასტში გააერთიანა.
  • 1905 : რუსეთ-იაპონიის ომი — რუსეთის ფლოტი იაპონელებს ჩაბარდა პორტ-ართურთან, ჩინეთი.
  • 1926 : მუსოლინიმ დააარსა იტალიის სამეფო აკადემია.
  • 1941 : მმო : გერმანელთა დაბომბვამ მძიმედ დააზიანა ლანდაფის საკათედრო ტაძარი კარდიფში, უელსი.
  • 1942 : მმო : იაპონელებმა მანილა აიღეს.
  • 1945 : მმო: მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა რამდენიმეჯერ დაბომბეს ნიურნბერგი.
  • 1959 : პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელმაც მთვარეს მიაღწია, ლუნა-1 (სურათზე), გაუშვა სსრკ-მა.
  • 1998 : რუსეთმა რუბლის რეფორმა ჩაატარა ინფლაციის დასაცხრობად.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1489 : ტომას კრანმერი — ინგლისის რეფორმაციისა და კენტერბერის საარქიეპისკოპოს ლიდერი
  • 1642 : მეჰმედ IV — ოსმალეთის იმპერიის სულთანი
  • 1699 : ოსმან III — ოსმალეთის იმპერიის სულთანი
  • 1837 : მილი ბალაკირევი — რუსი კომპოზიტორი
  • 1852 : აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი — თურქი მწერალი
  • 1866: იოსებ ლაღიაშვილი — მოკლა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი.
  • 1873: ტერეზა ლიზიელი — ფრანგი წმინდანი კარმელიტების ორდენიდან
  • 1884 : ჯეკ გრინველი — ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი
  • 1887 : დიმიტრი უზნაძე — ქართველი ფსიქოლოგი
  • 1889 : ვალერიან გაფრინდაშვილი — ქართველი პოეტი
  • 1902 : ილარიონ სიხარულიძე — ქართველი მომღერალი და ლოტბარი
  • 1905 : ვასილ ჩხაიძე — ქართველი მსახიობი
  • 1908 : ჟან გოგელი — ფრანგი გეოლოგი და გეოფიზიკოსი.
  • 1916 : რიფსიმე სიმონიანი — სომეხი მხატვარი და მოქანდაკე
  • 1920 : აიზეკ აზიმოვი — რუსი-ამერიკელი ბიოქიმიკოსი
  • 1937 : ვაჟა კაჭარავა — ქართველი ფრენბურთელი.
  • 1938: ნოდარ ახალკაცი — თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.
  • 1938: რობერტ სმითსონი — ამერიკელი მხატვარი, ლენდ არტის წარმომადგენელი.
  • 1943: ნანა ფაჩუაშვილი — ქართველი მსახიობი
  • 1948: გივი ნოდია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1950 : თედო ნინიძე — ქართველი იურისტი
  • 1952: ირაკლი იმედაძე — ქართველი ფსიქოლოგი
  • 1953 : ვახტანგ გურული — ქართველი ისტორიკოსი
  • 1954 : თინათინ ლეკვეიშვილი — ქართველი მოცურავე
  • 1961 : არამ სარქისიანი — სომხეთის პრემიერ-მინისტრი
  • 1962 : გურამ ჩახვაძე — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1964 : არსენ ავაკოვი — უკრაინელი ბიზნესმენი
  • 1967 : ელისო ბოლქვაძე — ქართველი პიანისტი
  • 1975 : ალექსანდრ შოვკოვსკი — უკრაინელი ფეხბურთელი
  • 1978 : ქიარტან სვეინსონი — ისლანდიურ ჯგუფ Sigur Rós-ის ყოფილი კლავიშისტი.
  • 1978 : ედუარდ მამადოვი — აზერბაიჯანელი მოკრივე
  • 1981 : მაქსი როდრიგესი — არგენტინელი ფეხბურთელი
  • 1983 : კეიტ ბოსუორთი — ამერიკელი კინომსახიობი.
  • 1985 : ზაალ ელიავა — ქართველი ფეხბურთელი
  • 1986 : ლაშა მალაღურაძე — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბე.
  • 1988 : ჯონათან ევანსი — ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი
  • 1986: ლიბორ ჰრდლიჩკა — სლოვაკი ფეხბურთელი
  • 1987: ლოიკ რემი — ფრანგი ფეხბურთელი
  • 1995 : გიორგი აბურჯანია — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1926 : არაგვისპირელი, შიო — ქართველი მწერალი-ნოველისტი
  • 1938 : შმერლინგი, ოსკარ — საბჭოთა ფერმწერი და გრაფიკოსი.
  • 1954 : ასათიანი, ალექსანდრე — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე
  • 1988 : ასათიანი, თეიმურაზ — ქართველი მოქანდაკე

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
  • მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107); ფილოგონისა, ანტიოქიელი ეპისკოპოსისა (323); დანიელისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1338); მართლისა იოანე კრონშტადტელისა (1908).“
  • ეგნატე ღმერთშემოსილი
    • წმინდა ფილოგონი
    • წმინდა დანიელი
    • იოანე კრონშტანდტელი
    • ყრმა იოანე
  • აგრეთვე:
    • ესპანეთი : გრანადის დღე (1492-დან).
society
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way