USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
თბილისი
2 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  659

2 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 336-ე დღე (ნაკიან წლებში – 337-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 29 დღე.

დღის მოვლენები

  • 1409 : ლაიფციგის უნივერსიტეტი გაიხსნა.
  • 1804 : პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ნაპოლეონ ბონაპარტმა თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა, პირველი საფრანგეთის იმპერატორი ათასი წლის განმავლობაში.
  • 1805 : ნაპოლეონის ომები - აუსტერლიცის ბრძოლა - ნაპოლეონის ჯარი ამარცხებს გაერთიანებულ რუსეთ-ავსტიის ძალებს.
  • 1823 : მონროს დოქტრინა - აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმზ მონრო ამერიკის ნეიტრალიტეტს აცხადებს მომავალ ევროპულ კონფლიქტებში.
  • 1848 : ფრანც იოზეფ I ავსტრიის იმპერატორი ხდება.
  • 1851 : ახლადარჩეული საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ ლუი ბონაპარტი მეორე რესპუბლიკას აუქმებს.
  • 1852 : ნაპოლეონ III საფრანგეთის იმპერატორი ხდება.
  • 1920 : ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით დასრულდა სომხეთ-თურქეთის ომი.
  • 1942 : მანჰეტენის პროექტი - მეცნიერთა გუნდი ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით იწყებს პირველ ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციაზე მუშაობას.
  • 1956 : ფიდელ კასტრო, ჩე გევარა და 26 ივლისის მოძრაობის 80 სხვა წევრი კუბაზე გადმოსხდა რევოლუციის დასაწყებად.
  • 1961 : ეროვნულ რადიომიმართვაში კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო აცხადებს, რომ ის მარქსისტ-ლენინისტია და რომ კუბა კომუნისტურ წყობაზე გადადის.
  • 1971 : აბუ დაბი, აჯმანი, ფუჯაირა, შარჯა, დუბაი და უმ ალ ქუვაინი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ქმნიან.
  • 1976 : ფიდელ კასტრომ ოსვალდო დორტიცოს ტორადო შეცვალა კუბის პრეზიდენტის პოსტზე.
  • 1988 : ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და პირველი ქალი ქვეყნის მმართველი ხდება მუსლიმანურ სამყაროში.
  • 1990 : კანცლერ ჰელმუტ კოლის კოალიცია იმარჯვებს სრულიად გერმანიის პირველ არჩევნებში 1932 წლის შემდეგ.
  • 2007 : რუსეთის პრეზიდენტი პუტინის პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში.
  • 2009 : რუანდა პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ნაღმებისგან თავისუფლად გამოცხადდა ოტავის ხელშეკრულებით.
  • 2012 : ბორუტ პაჰორი სლოვენიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2020 : ზდრავკო კრივოკაპიჩი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1825 : პედრო II — ბრაზილიის იმპერატორი
  • 1868 : ჟამი, ფრანსის — ფრანგი პოეტი.
  • 1885 : მინოტი, ჯორჯ რიჩარდს — ამერიკელი ფიზიკოსი
  • 1897 : ბაგრამიანი, ივანე — საბჭოთა კავშირის მარშალი
  • 1923 : კალასი, მარია — ოპერის მომღერალი
  • 1944 : რუგოვა, იბრაგიმ — კოსოვოს პრეზიდენტი
  • 1946 : ვერსაჩე, ჯანი — იტალიელი დიზაინერი
  • 1971 : არჩილ კბილაშვილი — ქართველი იურისტი და საქართველოს მთავარი პროკურორი.
  • 1978 : ფურტადო, ნელი — კანადელი მომღერალი
  • 1981 : სპირსი, ბრიტნი — ამერიკელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1348 : ჰანაზონო — იაპონიის იმპერატორი
  • 1469 : მედიჩი, პიერო დი კოსმო დე — ფლორენციის მმართველი
  • 1547 : კორტესი, ერნან — ესპანელი კონკისტადორი
  • 1814 : სადი, დონატიენ ალფონს დე — ფრანგი მწერალი, სადიზმის ფუძემდებელი
  • 1957 : ზაკელი, მანფრედ — პოლონელი ნეიროპათოლოგი და ფსიქიატრი
  • 1969 : ვოროშილოვი, კლიმენტ — რუსი სამხედრო მოღვაწე (დ.1881)
  • 1977 : ამაშუკელი, ვასილ — ქართველი კინორეჟისორი და ოპერატორი
  • 1987 : აიზელი, დონ ფულტონი — ასტრონავტი
  • 2020 :
    • კობა დავითაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი
    • ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი (დ. 1926)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ილარიონ ქართველი
    • აბდია წინასწარმეტყველი
    • წმინდა ბარლაამი
    • ღირსი ბარლაამი და იოდასაფი - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი
    • წმინდა აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი
    • წმინდა ილიოდორე
    • წმინდა რომანოზი
მსოფლიო
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

„უბრალოდ ამას ვიტყვი - თუ ისინი გაასაჯაროებდნენ იმას, რაც მე ვნახე, თქვენ ღამე ვერ დაიძინებდით, ამაზე ფიქრში იქნებოდით“, - თქვა ბურჩეტმა Newsmax-ის წამყვანთან, რობ ფინერტთან საუბარში.

ბურჩეტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საიდუმლო ფედერალური მასალების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია - გაიხსენა, რომ ორი კვირის წინ მიიღო ინფორმაცია „ერთ საკითხზე“, რომელიც არამიწიერ სიცოცხლეს ეხებოდა და რომლის გასაჯაროებაც „დედამიწას თავდაყირა დააყენებდა“ და ქვეყანას „შოკში ჩააგდებდა“.

„ხალხი პასუხებს მოითხოვდა“, - განაცხადა ბურჩეტმა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

გადაცემაში წამყვანმა ყოფილი კონგრესმენის, მეტ გეცის ვიდეო აჩვენა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ იცოდა ადამიანი-უცხოპლანეტელების ჰიბრიდული პროგრამების შესახებ.

ბურჩეტმა ამ განცხადებაზე პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„მე ისევ კონგრესის წევრი ვარ, ამიტომ ვერ შევძლებ მეტის თქმას იმაზე, რაც მეტმა თქვა“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

„მოიცა, მართლა?“ - ოდნავ დაეჭვებით უპასუხა ფინერტიმ.

„100%-ით სერიოზულად ვამბობ“, - უპასუხა ბურჩეტმა

კონგრესმენმა ტიმ ბურჩეტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს „ინფორმაციის სრულ გამჟღავნებას“ მიუხედავად იმისა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიმართლეს საზოგადოებაზე.

„ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ეს თქვენი გადახდილი გადასახადებია. მოდი, ყველაფერი გამოვიტანოთ სააშკარაოზე“, - თქვა მან.

ბურჩეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სენსიტიურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავად პრობლემის გულში არიან.

„როდესაც ვარ დახურულ შეხვედრაზე და ვსვამ კითხვას პრეზიდენტის პოზიციებზე ამ თემებთან დაკავშირებით და რომელიღაც ამპარტავანი მეუბნება, რომ პრეზიდენტიც კი მხოლოდ იმაზეა ინფორმირებული, რაც საჭიროა იცოდეს - ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის