2 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 214-ე დღე (ნაკიან წლებში – 215-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 151 დღე.
დღის მოვლენები
ძვ. წ. 216 : მეორე პუნიკური ომის ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართა ქალაქ კანესთან, სადაც კართაგენის მხედართმთავარი ჰანიბალი უდიდეს ზიანს აყენებს რომაელებს ამ უკანასკნელთა ისტორიაში.
1377 : მასიური ლოთობის გამო რუსების ჯარი თათრების უფლისწულმა არაფშამ გაანადგურა.
1589 : საფრანგეთის მეფის ანრი IIIს მკვლელობის შედეგად შეწყდა ვალუას დინასტია და გამეფთა ბურბონების დინასტიის პიველი წარმომადგენელი ანრი IV.
1769 : პირველი ესპანური დასახლება გაჩნდა დღევანდელი ლოს-ანჯელესის მიდამოებში.
1776 : კონტინენტური კონგრესის დელეგატები აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას აწერენ ხელს.
1790 : აშშ-ში პირველი მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა.
1802 : პლებისციტით ნაპოლეონი სიკვდილამდე საფრანგეთის კონსულად დაინიშნა.
1830 : ტახტზე უარი თქვა საფრანგეთის მეფე შარლ X-მ (ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი).
1858 : ჩრდილოეთ ამერიკაში დაარსდა ბრიტანეთის კოლუმბია.
1869 : იაპონიაში სამურაის, მიწადმოქმედთა, მოხელეთა და ვაჭართა კლასობრივი სისტემა გაუქმდა მეიძის რეფორმის ფარგლებში.
1870 : ტაუერის მეტრო - მსოფლიოს პირველი მიწისქვეშა მეტროს რკინიგზის სისტემა გაიხსნა ლონდონში.
1906 : პორტუგალიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი „პორტუ“.
1934 : ა. ჰიტლერი გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოვიდა.
1945 : მეორე მსოფლიო ომი - პოტსდამის კონფერენცია დასრულდა.
1990 : ერაყის ჯარი ქუვეითში შეიჭრა, რაც სპარსეთის ყურის ომის მიზეზი გახდა.
1993 : საქართველო ტოვებს რუბლის ზონას და მიმოქცევაში უშვებს ქართულ კუპონს.
2014 : თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამ დღეს დაბადებულნი
1674 : ფილიპ II ორლეანის ჰერცოგი — საფრანგეთის რეგენტი
1696 : მაჰმუდ I — ოსმალეთის სულთანი
1868 : კონსტანტინე I — საბერძნეთის მეფე
1902 : რიფენშტალი, ლენი — გერმანელი კინორეჟისორი
1923 : შიმონ პერესი — ისრაელის ერთ-ერთი უხუცესი სახელმწიფო მოღვაწე
1927 : თაბუკაშვილი, რევაზ — ქართველი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი
1934 : ბიკოვსკი, ვლადიმერ — კოსმონავტი
1946 : ისაკაძე, ლიანა — ქართველი მევილიონე
ამ დღეს გარდაცვლილნი
686 : იოანე V — რომის პაპი
1100 : უილიამ II — ინგლისის მეფე
1589 : ანრი III (საფრანგეთი) — პოლონეთისა და საფრანგეთის მეფე
1776 : ლუი ფრანსუა I — კონტის პრინცი, საფრანგეთის სამხედრო ლიდერი
1922 : ბელი, გრაჰამ — გამომგონებელი (დ.1847)
1923 : ჰარდინგი, უორენ გამალიელ — აშშ-ს 29-ე პრეზიდენტი (დ.1865)
1934 : ჰინდენბურგი, პაულ ფონ — გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (დ.1847)
1978 : ჩავესი, კარლოს — მექსიკელი კომპოზიტორი (დ.1899)
დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
სალომე ქართველი
ილია მართალი
ელია თეზბიტელი
აგრეთვე:
ბულგარეთი, ჩრდილოეთი მაკედონია : ილინდენის დღე (წმ. ილიას დღე)
რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.
„უბრალოდ ამას ვიტყვი - თუ ისინი გაასაჯაროებდნენ იმას, რაც მე ვნახე, თქვენ ღამე ვერ დაიძინებდით, ამაზე ფიქრში იქნებოდით“, - თქვა ბურჩეტმა Newsmax-ის წამყვანთან, რობ ფინერტთან საუბარში.
ბურჩეტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საიდუმლო ფედერალური მასალების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია - გაიხსენა, რომ ორი კვირის წინ მიიღო ინფორმაცია „ერთ საკითხზე“, რომელიც არამიწიერ სიცოცხლეს ეხებოდა და რომლის გასაჯაროებაც „დედამიწას თავდაყირა დააყენებდა“ და ქვეყანას „შოკში ჩააგდებდა“.
„ხალხი პასუხებს მოითხოვდა“, - განაცხადა ბურჩეტმა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
გადაცემაში წამყვანმა ყოფილი კონგრესმენის, მეტ გეცის ვიდეო აჩვენა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ იცოდა ადამიანი-უცხოპლანეტელების ჰიბრიდული პროგრამების შესახებ.
ბურჩეტმა ამ განცხადებაზე პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
„მე ისევ კონგრესის წევრი ვარ, ამიტომ ვერ შევძლებ მეტის თქმას იმაზე, რაც მეტმა თქვა“, - აღნიშნა ბურჩეტმა.
„მოიცა, მართლა?“ - ოდნავ დაეჭვებით უპასუხა ფინერტიმ.
„100%-ით სერიოზულად ვამბობ“, - უპასუხა ბურჩეტმა
კონგრესმენმა ტიმ ბურჩეტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს „ინფორმაციის სრულ გამჟღავნებას“ მიუხედავად იმისა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიმართლეს საზოგადოებაზე.
„ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ეს თქვენი გადახდილი გადასახადებია. მოდი, ყველაფერი გამოვიტანოთ სააშკარაოზე“, - თქვა მან.
ბურჩეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სენსიტიურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავად პრობლემის გულში არიან.
„როდესაც ვარ დახურულ შეხვედრაზე და ვსვამ კითხვას პრეზიდენტის პოზიციებზე ამ თემებთან დაკავშირებით და რომელიღაც ამპარტავანი მეუბნება, რომ პრეზიდენტიც კი მხოლოდ იმაზეა ინფორმირებული, რაც საჭიროა იცოდეს - ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა ბურჩეტმა.