USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
1988 წლის 22-29 ნოემბრის პირველი, მასშტაბური, საპროტესტო შიმშილობის აქციიდან 34 წელი გავიდა
дата:  2531

34 წლის წინ, 1988 წლის 22 ნოემბერს, რუსთაველის პროსპექტზე, ამჟამინდელი პარლამენტის შენობასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივით, 62 ეროვნულ-დემოკრატმა გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობით  დაიწყო პირველი მასშტაბური საპროტესტო შიმშილობა საქართველოში.

ეს აქცია ასევე იყო პირველი მასშტაბური აქცია, სადაც აქციის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოითხოვეს.

„ედპ“-ის შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობითვის მებრძოლი ყველა ორგანიზაცია და ათიათასობით საქართველოს მოქალაქე.

მთავრობის სახლთან კარვები გაიშალა. თუმცა, უმრავლესობას ღია ცის ქვეშ ეძინა. თითქმის ყოველდღე იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები. რუსთაველის გამზირი ჩაიკეტა ავტომანქანებისათვის. იზრდებოდა მოშიმშილე აადამიანების რიცხვი, რომელმაც თითქმის 1000-მდე მიაღწია.

 აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო მოკავშირე რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლების შენარჩუნება კონსტიტუციაში. ანალოგიური მასტაბური აქციები მიმდინარეობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც.

 აქცია 29 ნოემბრამდე გაგრძელდა. გორბაჩოვის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კონსტიტუციიდან სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის მუხლი აღარ ამოიღეს. რუსთაველის გამზირის რადიოქსელით წაიკითხეს მიხეილ გორბაჩოვის მიმართვა «საქართველოს ახალგაზრდობისადმი». იგი სიმშვიდისა და კეთილგონიერებისაკენ მოუწოდებდა «შესანიშნავ, ლამაზ ქართველ ახალგაზრდობას». გორბაჩოვის მიმართვას აქციის მონაწილეები სტვენითა და აღშფოთებული შეძახილებით შეხვდნენ. მიტინგის დასრულებისთანავე აქცია შეწყდა. მოშიმშილეები საავადმყოფოებში წაიყვანეს.

ნოემბრის აქციამ, საყოველთაო აღიარებით, საფუძველი ჩაუყარა შემდგომ მასშტაბურ საპროტესო აქციებს, რომლებზეც დამოუკიდებლობის მოთხოვნა უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმოდა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати