USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
1981 წლის 13 მაისის ღამეს, თბილისში პირველად გაისმა შეძახილი - "საქართველო, საქართველო"
 2379

43 წელი თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან - ზუსტად 42 წელი გავიდა დუსელდორფის "რაინშტადიონზე" გამართული ფინალური შეხვედრიდან, რის შედეგადაც, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისის "დინამომ"ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 

1981 წლის 13 მაისის ღამეს საქართველო ფეხბურთმა გააერთიანა, ხალხმრავლობის მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით დანაშაული არ მომხდარა და იმ ღამით პირველად გაისმა შეძახილი - "საქართველო, საქართველო". 

დიუსელდორფში გამართულ ფინალს 9 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო 63 წუთზე მარცხდებოდა, თუმცა ჯერ შენგელიას გადაცემით გუცაევმა გაათანაბრა, 87 წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების მომტანი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გოლი გაიტანა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way