43 წელი თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან - ზუსტად 42 წელი გავიდა დუსელდორფის "რაინშტადიონზე" გამართული ფინალური შეხვედრიდან, რის შედეგადაც, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისის "დინამომ"ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
1981 წლის 13 მაისის ღამეს საქართველო ფეხბურთმა გააერთიანა, ხალხმრავლობის მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით დანაშაული არ მომხდარა და იმ ღამით პირველად გაისმა შეძახილი - "საქართველო, საქართველო".
დიუსელდორფში გამართულ ფინალს 9 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო 63 წუთზე მარცხდებოდა, თუმცა ჯერ შენგელიას გადაცემით გუცაევმა გაათანაბრა, 87 წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების მომტანი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გოლი გაიტანა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.