USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
1928 წელს საქართველოს ეკლესიამ შობა 25 დეკემბერს აღნიშნა
Date:  206

1927 წლის 12 ოქტომბერის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა გამოსცა დადგენილება

“სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა მიმართ”

“ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმთავარნი, აღსასრულებლად სრულიად საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრების ამა 1927 წლის ივნისის 24 დადგენილებისა, – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, – ვაცხადებთ სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელმძღვანელოდ: ახალი სტილის კალენდარი შემოღებულ იქმნას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამა 1927 წლის ნოემბრის 27-დან (ძველი სტილით ნოემბრის 14-იდან). ყველა უძრავი დღესასწაულები და წმიდათა ხსენებანი გადახდილ იქმნას ხსენებულ რიცხვებიდან, ახალი სტილის კალენდრით, სწორედ იმ რიცხვებში როგორც უჩვენებენ საეკლესიო წიგნები. რაც შეეხება პასექის (აღდგომის) დღესასწაულს, რომელიც თვის რიცხვს არ მისდევს, მისი და მასზე დამოკიდებულ მოძრავ უქმეთა და დიდმარხვის გადახდა დატოვებულია სრულიად საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მთვარის მოქცევასთან შეფარდებით, სწორედ ისე, როგორც აქამდე დღესასწაულობდა მართლმადიდებელი ეკლესია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირთ ევალება განკარგულება ესე, დაფუძნებული სრულიად საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრების დადგენილებაზე, მტკიცედ და უცვლელად შეასრულონ. ამასთანავე, უტყუარ ცნობათა თანახმად, ვამოწმებთ, რომ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) საპატრიარქო ეკლესია და მასთან ერთად საბერძნეთისა (ელლადის) და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გადასულნი არიან ახალ სტილის კალენდარზე. ჩვენ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოუწოდებთ ჩვენს სამწყსოთა და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისათვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადს ცამეტის დღით. ზემოხსენებულს დავსძენთ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქის ბასილის სიტყვებს: “მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისათვის, მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ” (ეპისტოლე მსოფლიო კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბასილისა და კონსტანტინეპოლისავე სინოდისა 1927 წ. თებერვლის 17).

1927 წლის ოქტომბრის 12″

ხელს აწერენ:

  1. სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე III (ციცქიშვილი),
  2. ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე),
  3. მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი, კანონიზირებულია წმინდანად),
  4. ურბნელი ეპისკოპოსი სიმეონი (ჭელიძე),
  5. წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე),
  6. ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი),
  7. ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი, შერაცხილია წმინდანად აღმსარებელის სახელწოდებით),
  8. მარგველი ეპისკოპოსი ვარლამი (მახარაძე, შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს, გარდაიცვალა გადასახლებაში, აღმსარებელი),
  9. ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) .
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way