USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
19 წლის თეკლა თორდია - “მამიკო, ხელები გამილურჯდა, ესენი მომკლავენ”
Date:  1604

კორონავირუსის დი­აგ­ნო­ზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა, რატი თორ­დია ეჭვობს, რომ მისი შვილი უყურადღებობის მსხვერპლი გახდა. როგორც ის აცხადებს, 19 წლის გოგონა კლინიკაში იქამდე არ გადაიყვანეს, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა.

რატი თორდიას თქმით, რადგან კლინიკაში ადგილი ვერ მოიძებნა, მისი შვილი კოვიდსასტუმროში მოათავსეს, სადაც ოჯახმა მისი "რემდესივირით" მკურნალობა ითხოვა, თუმცა საბოლოოდ საქმეში "დექსამეტაზონი" ჩართეს. მამა ხაზს უსვამს, რომ მის შვილს თან­მხლე­ბი დაავადე­ბა -შა­ქა­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ამასთან, მამა ყვება, რა პრობლემების წინაშე დადგა მისი შვილი, როცა საბოლოოდ, გართულებული მდგომარეობით კოვიდსასტუმროდან კლინიკაში, ჯანდაცვის სისტემის მიერ გამოყოფილი სპეციალური "მარშრუტკით" გადაჰყავდათ. ოჯახის ინფორმაციით, 19 წლის გოგონას გზაში ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა, რომელიც "მარშრუტკაში" არ აღმოჩნდა.

„ჩვენ მთე­ლი ოჯა­ხი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან თეკ­ლას ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მას­ზე ვი­ყა­ვით მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლე­ბი. სულ იზო­მავ­და შა­ქარს, დღე­ში რამ­დენჯერ­მე. ხან­და­ხან კი აუ­წევ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ნორ­მა­ში ბრუნ­დე­ბო­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი. მე­ექ­ვსე დღეს და­ე­წყო ხვე­ლა, მო­ე­მა­ტა ტემ­პე­რა­ტუ­რა, შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც ვერ ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. და­ვუ­რე­კეთ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვი­თხო­ვეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ჯერ არც გვი­პა­სუ­ხა წე­სი­ე­რად, არ მცა­ლია ახ­ლაო და შემ­დეგ სერ­თოდ არ პა­სუ­ხობ­და ჩვენს ზა­რებს. შემ­დეგ სხვა ოჯა­ხის ექი­მი ჩავ­რთეთ საქ­მე­ში და მან გვითხრა, რომ არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში ად­გი­ლი არ იყო და ერ­თა­დერ­თი რაც შე­ეძ­ლოთ, კოვიდსასტუმროში გადაყვანა იყო“,-აცხადებს რატი თორდია.

მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში "რემ­დე­სი­ვი­რის" ჩართვა ითხოვეს, რაზეც აუხსნეს, რომ უკუჩვენება ახასიათებს.

"იქ გახ­ლავთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, რაც არის სახ­ლში. არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ არის შექ­მნი­ლი პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბის­თვის. ექი­მი კი ჰყავთ, მაგ­რამ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. პირ­ველ დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. მო­ვიდ­ნენ მიაწოდეს ჟანგბადი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და და წა­ვიდ­ნენ. ვთხო­ვეთ, კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, თან მკურ­ნა­ლი ექი­მიც ამ­ბობ­და, რომ სა­ჭი­რო იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბა, მაგ­რამ არ არის ად­გი­ლე­ბიო და წა­ვიდ­ნენ.

რომ ვხე­დავ­დით მძიმ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, კო­ვიდ-სა­ტუმ­როს ექიმს ვთხო­ვეთ, "რემ­დე­სი­ვი­რი" ჩა­ერ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ გვაქ­ვსო არ უთ­ქვმთ, მაგ­რამ აგ­ვიხ­სნეს, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს და ვერ გა­რის­კავ­დნენ. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხომ ყო­ფი­ლა ეს „რემ­დი­სი­ვი­რი“ ეფექ­ტუ­რი. თუ ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერცვაძე გა­და­ის­ხა და გა­მო­ჯან­მრთელ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გამოჯანმრთლებულიყო?! სა­მა­გიე­როდ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, შა­ქარს მაღ­ლა წევს და არ არის რეკომენდირებული.

კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მე­ო­რე დღეს მძი­მე­დ ი­ყო უკვე, წა­იყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი "მარ­შუტ­კე­ბი" ჰყავთ ამის­თვის. რომ აუ­ღეს ანა­ლი­ზე­ბი და უკან ბრუ­ნდე­ბოდ­ნენ, სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლან. ბავ­შვი ისე­დაც ძლივს სუნ­თქავ­და, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი იქ არ ჰქონ­დათ და კი­დევ სა­ცობ­ში იდგა იმ­დე­ნი ხანი. "მარ­შუტ­კი­დან" მწერ­და, მა­მი­კო ხე­ლე­ბი სულ გა­მი­ლურ­ჯდა, გული მიმ­დის და არ ვიცი რო­გორ ჩა­მო­ვალ ან ჩა­მო­ვალ კი სა­ერ­თოდ ამ "მარ­შუტ­კი­და­ნო". ესე­ნი მე მომ­კლა­ვენ, რო­გორც ვა­ტყობ, უკე­თე­სო­ბას ვერ ვხე­დავ და არა­ფერს არ მი­კეთ­ებენ ისეთ­სო. ძა­ლი­ან ეში­ნო­და მისი და­ა­ვა­დე­ბის, დი­ა­ბე­ტის და კო­რო­ნა­ვირუ­სი რაც და­ე­მარ­თა, მას მერე სულ შიში იყო, რამე არ მო­მი­ვი­დე­სო“,-აცხადებს გარ­დაც­ვლი­ლის მამა რატი თორ­დია.

მისივე თქმით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახდა.

„ რომ ვიხ­ვე­წე­ბო­დით კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და არა­ვინ ჩან­და, თან ეს ბავ­ში სულ უფრო მძიმ­დე­ბო­და, სა­უ­ბარს შე­ეს­წრო "გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის“ ექი­მი , ძა­ლი­ან შე­წუხ­და და მან უზ­რუნ­ველ­ყო ბავ­შვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე გვე­უბ­ნე­ოდ­ნენ, ნაც­ნო­ბი არა­ვინ გყავ­თო? შე­ვარ­დნა­ძის დრო გა­მახ­სენ­და... სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. უეც­რად დამ­ძიმ­და და აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს. თა­ვი­დან­ვე შეგ­ვამ­ზა­დეს, გვი­თხრეს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ორი სა­ა­თი ვუ­კე­თებ­დით ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას, მაგ­რამ შე­დე­გი არა­ფე­რი­აო. 5 დღე იყო აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში და­უ­წი­ეს შა­ქა­რი, პე­რი­ო­დუ­ლად ტემ­პე­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. რო­გორც გვი­თხრეს, სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გახ­და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია.

კითხვაზე, ხომ არ გახდა გოგონა ­და­უ­დევ­რო­ბი­სა და შეც­დო­მების მსხვერ­პლი და აპირებენ თუ არა სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას, გარდაცვლილის მამა დასძენს: „ამა­ზე ვმსჯე­ლობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე, ჩემს მე­უღ­ლეს უფრო აქვს ამის სურ­ვი­ლი. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უყუ­რა­დღე­ბო­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდით. ახლა ისეთ მძი­მე დღე­ში ვართ ვე­რა­ფერს გე­ტყვით და­ზუს­ტებთ. მაგ­რამ გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს და ალ­ბათ ასეც იქ­ნე­ბა“.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way