USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
19 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  970

19 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 50-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 315 დღე (ნაკიან წელში - 316).

დღის მოვლენები

197 : რომის იმპერატორმა სეპტიმუს სევერუსმა დაამარცხა კლოდიუს ალბინუსი ლუგდუნუმის ბრძოლაში, ეს იყო ყველაზე სისხლიანი ბრძოლა რომაელ არმიებს შორის.

1600 : პერუს სტრატოვულკან უაინაპუტინას ამოფრქვევა ყველაზე მასშტაბური გახდა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში.

1810 : ქუთაისში ცხადდება რუსული მმართველობა.

1878 : ტომას ედისონმა ფონოგრაფის გამოგონებაზე პატენტი მიიღო.

1915 : პირველი მსოფლიო ომი : გალიპოლის ბრძოლა დაიწყო.

1942 : მეორე მსოფლიო ომი : დაახლოებით 250-მა იაპონურმა გამანადგურებელმა შეუტია დარვინს, ავსტრალია.

1943 : მეორე მსოფლიო ომი : ერვინ რომელის ბრძანებით გერმანელბმა მოწინააღმდეგეებზე იერიში მიიტანეს, რითაც დაიწყო კასერინეს ხეობის ბრძოლა, ტუნისი.

1945 : მეორე მსოფლიო ომი : ივო ჯიმას ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც დაახლოებით 30,000 ამერიკელი საზღვაო ქვეითი გადასხდა კუნძულზე.

1959 : ბრიტანეთ-თურქეთ-საბერძნეთის სამმხრივი შეთანხმებით შეიქმნა კვიპროსის რესპუბლიკა.

1986 : კოსმოსში გაშვებულ იქნა სსრკ-ის ორბიტული სადგური მირი.

2008 :

სომხეთის პრეზიდენტად მიმდინარე პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი აირჩიეს.

ფიდელ კასტრო კუბის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.

2010 : მაროკოს ქალაქ მეკნესში პარასკევის ლოცვების დროს მინარეთი ჩამოინგრა.

2011 : ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა ლიბიასა და ბაჰრეინში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ამ დღეს დაბადებულნი

1473 : ნიკოლოზ კოპერნიკი — პოლონელი ასტრონომი.

1630 : შივაჯი — ინდოელთა ეროვნული გმირი.

1812 : ზიგმუნტ კრასინსკი — პოლონელი პოეტი.

1821 : ავგუსტ შლაიხერი — გერმანელი ენათმეცნიერი.

1841 : ფელიპე პედრელი — ესპანელი კომპოზიტორი

1852 : ნიკო ლომოური — ქართველი მწერალი.

1859 : სვანტე არენიუსი — შვედი ფიზიკოსი და ქიმიკოსი.

1863 : აუგუსტო ლეგია — პერუელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

1869 : ჰოვანეს თუმანიანი — სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

1878 : ნიკოლოზ დადიანი — ქართველი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი.

1884 : ლეო ქიაჩელი — ქართველი მწერალი.

1884 : მაცეი რატაი — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე.

1912 : ანტონ ბუტიჯიჩი — მალტის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე

1917 : კარსონ მაკ-კალერსი — ამერიკელი მწერალი.

1925 : კონსტანტინე (მელიქიძე) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

1928 : პაველ კაზაკოვი — რუსი საბჭოთა მსაჯი ფეხბურთში.

1940 : საფარმურატ ნიაზოვი — თურქმენეთის პრეზიდენტი (1991–2006)

1948 : ტონი აიომი — ინგლისური ჯგუფ Black Sabbath-ის თანადამაარსებელი და მისი ერთადერთი მუდმივი წევრი

1949 : ჟუჟა ვერეცი — უნგრელი მოჭადრაკე

1951 : ჰორეს ენდი — რეგის მომღერალი და სიმღერების ავტორი.

1952 : რიუ მურაკამი — იაპონელი ნოველისტი და კინორეჟისორი.

1952 : დანილო ტიურკი — სლოვენიის პრეზიდენტი

1953 : კრისტინა ფერნანდესი — არგენტინის პრეზიდენტი (2007–2015)

1954 : ფრანსის ბუხჰოლცი — გერმანელი ბას-გიტარისტი

1954 : სოკრატესი — ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.

1955 : ჯეფ დენიელსი — ამერიკელი მსახიობი.

1960 : ენდრიუ — იორკის ჰერცოგი

1963 : სოლვიტა აბოლტინია — ლატვიის სეიმის თავმჯდომარე.

1963 : სილი — გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი სოულ მომღერალი და სიმღერების ავტორი.

1977 : ელოი აზორინი — ესპანელი კინოს, თეატრისა და ტელემსახიობი.

1977 : ჯანლუკა ძამბროტა — იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი

1979 : იგორ მიტრესკი — ყოფილი მაკედონელი ფეხბურთელი

1987 : ბენიატ ეჩებერია — ესპანელი ფეხბურთელი

1989 : არსენ გალსტიანი — რუსი ძიუდოისტი.

1991 : კრისტოფ კრამერი — გერმანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1887 : მულტატული — ნიდერლანდელი მწერალი.

1916 : ერნსტ მახი — ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი.

1951 : ანდრე ჟიდი — ფრანგი მწერალი.

1952 : კნუტ ჰამსუნი — ნორვეგიელი მწერალი.

1968 : შალვა აფხაიძე — ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე.

2019 : კარლ ლაგერფელდი — გერმანელი დიზაინერი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

არსენ იყალთოელი

ვუკოლი ზმირნელი

ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ფოტი I

წმინდა მოწამენი: დოროთეა, ქრისტინა, კალისტა და თეოფილე

წმინდა იულიანე

ფავსტა ქალწული, ევილასი და მაქსიმე

წმინდა მოწამენი: მართა, მარიამი და ძმა მათი ლიკარიონ ყრმა

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way