USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
Тбилиси
19 სექტემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  614

19 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 262-ე დღე (ნაკიან წლებში – 263-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 103 დღე.

დღის მოვლენები

 335 : დალმატიუსს ბიძამისმა, კონსტანტინე I-მა, კეისრის წოდება მიანიჭა.

1356 : პუატიეს ბრძოლაში ინგლისელებმა ფრანგები დაამარცხეს.

1778 : კონტინენტური კონგრესი აშშ-ის პირველ ბიუჯეტს ამტკიცებს.

1796 : ჯორჯ ვაშინგტონი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოდის.

1939 : წითელი არმია ვილნიუსს იღებს.

1944 : ფინეთი და სსრკ დაზავდნენ.

1946 : ევროპის საბჭო დაარსდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ციურიხის უნივერსიტეტში.

1952 : აშშ ჩარლი ჩაპლინს ქვეყანაში დაბრუნებას უკრძალავს ამ უკანასკნელის ინგლისში გამგზავრების შემდეგ.

1957 : აშშ-მა პირველი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა.

1983 : სენტ-კიტსი და ნევისი დამოუკიდებლობას აცხადებს.

1985 : ძლიერმა მიწისძვრამ მეხიკოში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მრავალი შენობა დაანგრია.

დმანისის ძვალი

2007 : ქართველ არქეოლოგთა ჯგუფმა დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დმანისში 1,8 მილიონი წლის ოთხი ადამიანისმაგვარი არსების ძვლები (სურათზე) აღმოაჩინეს.

2015 : 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ტონგის ნაკრები ანგარიშით 17:10 დაამარცხა, რითაც, ამ ეტაპზე C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 : 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ მექსიკაში 363 ადამიანი იმსხვერპლა.

ამ დღეს დაბადებულნი

ანრი III

86 : ანტონინუს პიუსი — რომის იმპერატორი

866 : ლევ VI — ბრძენი, ბიზანტიის იმპერატორი

1551 : ანრი III (საფრანგეთი) — პოლონეთის და საფრანგეთის მეფე

1749 : დელამბრი, ჟან ბატისტ ჟოზეფ — ფრანგი ასტრონომი

1911 : გოლდინგი, ვილიამ — ინგლისელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1922 : პეპი, ვილი — ამერიკელი მოკრივე

1926 : მასატოსი კოსიბა — იაპონელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1948 : აირონსი, ჯერემი — ბრიტანელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1339 : გო-დაიგო — იაპონიის იმპერატორი

1881 : ჯეიმზ გარფილდი — აშშ-ს მე-20 პრეზიდენტი

1989 : ბირმანი, ნაუმ — რუსი რეჟისორი

2011 : გიზო ნიშნიანიძე — ქართველი მწერალი და პოეტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა

ღირსი არქიპო

ევდოქსი, ზენონი და მაკარი

წმინდა რომილე და მასთან მრავალნი სხვანი

კირილე ჰორტინელი

წმინდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე.

ღირსი დავითი

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати