USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
19 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 237

19 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 291-ე დღე (ნაკიან წლებში – 292-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 73 დღე.

დღის მოვლენები

  • 439 : ვანდალები კართაგენს იღებენ.
  • 1453 : ფრანგები ბორდოს იბრუნებენ, რითაც სრულდება ასწლიანი ომი ინგლისთან.
  • 1469 : ფერდინანდ II არაგონელი ირთავს იზაბელა კასტილიელს, რამაც შესაძლებელი გახადა არაგონისა და კასტილიის გაერთიანება ერთ ქვეყანად - ესპანეთად.
  • 1512 : მარტინ ლუთერი თეოლოგიის დოქტორი ხდება.
  • 1781 : იორკტაუნთან, ვირჯინია, ბრიტანეთის მეთაური ლორდი კორნუოლისი ნებდება ფრანკო-ამერიკულ ძალებს ჯორჯ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, რითაც დასასრულს უახლოვდება ამერიკის რევოლუციური ომი.
  • 1812 : ნაპოლეონის ჯარმა მოსკოვი დატოვა.
  • 1813 : ლაიფციგის ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტემ ერთ-ერთი უმძიმესი დამარცხება განიცადა.
  • 1873 : იელის, პრინსტონის, კოლუმბიისა და რატგერსის უნივერსიტეტები ქმნიან ამერიკული ფეხბურთის წესების პირველ კოდექსს.
  • 1912 : ტრიპოლი ოსმალეთიდან იტალიის მფლობელობაში გადმოვიდა.
  • 1921 : ლისაბონში სამხედრო გადატრიალებისას მოკლეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები.
  • 1933 : გერმანია ერთა ლიგიდან გამოდის.
  • 1935 : ერთა ლიგა იტალიაზე ეკონომიკურ სანქციებს აწესებს ამ უკანასკნელის ეთიოპიაში შეჭრის გამო.
  • 1943 : სტრეპტომიცინი, პირველი ანტიბიოტიკი ტუბერკულოზის სამკურნალო, გამოიყვანეს რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა.
  • 1944 : აშშ-ის სამხედრო ძალები ფილიპენებზე გადმოსხდნენ.
  • 1950 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯარები აღმოსავლეთ ტიბეტის ქალაქ ჩამდოს იღებენ.
  • 1960 : აშშ-ის მთავრობა კომუნისტურ კუბას ემბარგოს უცხადებს.
  • 1960 : მავრიტანია დამოუკიდებელი გახდა საფრანგეთისაგან.
  • 1987 : შავი ორშაბათი - დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო 22%-ით ვარდება.
  • 1991 : 7.0 ბალის მიწისძვრა მოხდა ჩრდილოეთ იტალიაში - 2000 ადამიანი დაიღუპა.
  • 2003 : დედა ტერეზა პაპმა იოანე პავლე II-მ წმინდანად შერაცხა.
  • 2005 : სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი იწყება მის მიერ ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
  • 2022 : ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს მიანიჭა.
  • 2023 : სახაროვის პრემია მაჰსა ამინისა და მოძრაობა ქალი, სიცოცხლე, თავისუფლებას გადაეცა.

ამ დღეს დაბადებულნ

  • 1276 : ჰისააკი — იაპონელი შოგუნი
  • 1896 : ეფრემ II — საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (გ.1972)
  • 1899 : ასტურიასი, მიგელ — გვატემალელი მწერალი (გ.1974)
  • 1910 : სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი — ინდოელი ფიზიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1216 : იოანე უმიწაწყლო — ინგლისის მეფე
  • 1745 : სვიფტი, ჯონათან — ირლანდიელი მწერალი (დ.1667)
  • 1937 : რეზერფორდი, ერნესტ — ახალზელანდიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (დ.1871)
  • 1980: ალიო ადამია — ქართველი მწერალი (დ. 1914)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანის ხსენების დღეს:
    • თომა მოციქული
  • აგრეთვე:
    • ნიუე : კონსტიტუციის დღე
    • ალბანეთი : დედა ტერეზას დღე
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати