USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
19 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
 395

19 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 323-ე დღე (ნაკიან წლებში – 324-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 42 დღე.

დღის მოვლენები

  • 1190 : ტევტონური ორდენი დაარსდა.
  • 1816 : ვარშავის უნივერსიტეტი დაარსდა.
  • 1881 : მეტეორიტი ვარდება სოფელ გროსლიბენტალთან, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით, უკრაინა.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი - სტალინგრადის ბრძოლა - საბჭოთა ძალები გენერალ გეორგი ჟუკოვის მეთაურობით იწყებენ კონტრშეტევებს სტალინგრადთან სახელწოდებით „ოპერაცია ურანუსი“, რომელიც რადიკალურად ცვლის ომის მსვლელობას სსრკ-ის სასარგებლოდ.
  • 1946 : ავღანეთი, ისლანდია და შვედეთი გაეროს წევრები ხდებიან.
  • 1967 : ჰონკონგში დაარსდა ტი-ვი-ბი (TVB), პირველი უკაბელო კომერციული სატელევიზიო სადგური.
  • 1969 : პროგრამა აპოლო - „აპოლო 12“-ის ასტრონავტები ჩარლზ კონრადი და ალან ბინი გადმოსხდნენ ოკეანუს პროსელარუმზე (ლათ. შტორმთა ოკეანე) და ხდებიან რიგით მესამე და მეოთხე ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე გაიარეს.
  • 1978 : ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვია და ამ ქვეყანასთან სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესი დაიწყო.
  • 1985 : ცივი ომი - ჟენევაში, შვეიცარია, აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
  • 1997 : დეზ-მოანში, აიოვა, ბობი მაკკოფი შობს სეპტუპლეტს, მეორე აქამდე ცნობილი შემთხვევა, როდესაც შვიდივე ახალშობილი ცოცხალი დაიბადა.
  • 1998 : ლივენსკის სკანდალი - აშშ-ის თემთა პალატის იურიდიული კომიტეტი იწყებს საიმპიჩმენტო მოსმენებს პრეზიდენტი ბილ კლინტონის წინააღმდეგ.
  • 1998 : ვინსენტ ვან გოგის „უწვერო არტისტის პორტრეტი“ აუქციონზე $71,5 მილიონად გაიყიდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1464 : გო-კასივაბარა — იაპონიის იმპერატორი (გ. 1526)
  • 1600 : ჩარლზ I — ინგლისის მეფე (გ. 1649)
  • 1711 : ლომონოსოვი, მიხეილ — რუსი მეცნიერი (გ. 1765)
  • 1722 : აუენბრუგერი, ლეოპოლდ — ავსტრიელი ფიზიკოსი (გ. 1809)
  • 1808 : დე–ლესეპსი, ფერდინანდ — ფრანგი დიპლომატი და სუეცის არხის ინჟინერი (გ. 1894)
  • 1831 : გარფილდი, ჯეიმზ — აშშ–ის მე–20 პრეზიდენტი (გ. 1881)
  • 1843 : ავენარიუსი, რიჩარდ — გერმანელი ფილოსოფოსი (გ. 1896)
  • 1875 : კალინინი, მიხაილ — უზენაეს საბჭოთა პრეზიდიუმის პრეზიდენტი (გ. 1946)
  • 1887 : სამნერი, ჯეიმზ — ამერიკელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ.1955)
  • 1888 : კაპაბლანკა, ხოსე რაულ — კუბელი მოჭადრაკე (გ. 1942)
  • 1900 : ლავრენტიევი, მიხაილ — რუსი მეცნიერი (გ. 1980)
  • 1900 : სეგერსი, ანა — გერმანელი მწერალი (გ. 1983)
  • 1907 : შაფერი, ჯეკ — ამერიკელი მწერალი (გ. 1991)
  • 1909 : დრაკერი, პიტერ — ამერიკელი მართვის თეორეტიკოსი (გ. 2005)
  • 1917 : განდი, ინდირა — ინდოეთის პრემიერ–მინისტრი (გ. 1984)
  • 1921 : კამპანელა, როი — ამერიკელი ბეისბოლისტი (გ. 1993)
  • 1924 : რასელი, უილიამ — ბრიტანელი მსახიობი
  • 1935 : კინგი, ლარი — ამერიკელი ტელეწამყვანი
  • 1935 : გიბსონი, ბობ — ამერიკელი ბეისბოლისტი
  • 1938 : ტერნერი, ტედ — ამერიკელი ბიზნესმენი, მულტიმილიონერი
  • 1941 : ჰეგერტი, დენ — ამერიკელი მსახიობი
  • 1942 : კლაინი, კელვინ — ამერიკელი მოდის დიზაინერი
  • 1948 : მენაბდე, მანანა — ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი
  • 1957 : ჰაზა, ოფრა — ისრაელელი მომღერალი (გ. 2000)
  • 1961 : ჩარკვიანი, ირაკლი — ქართველი მუსიკოსი (გ. 2006).
  • 1961 : რაიანი, მეგ — ამერიკელი მსახიობი
  • 1962 : ფოსტერი, ჯოდი — ამერიკელი მსახიობი
  • 1976 : ჯუნ სიბატა — იაპონელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 498 : ანასტასიუს II — რომის პაპი
  • 1478 : ბაედა მარიამ — ეთიოპიის იმპერატორი
  • 1492 : ჯამი — სპარსი პოეტი
  • 1828 : შუბერტი, ფრანც — ავსტრიელი კომპოზიტორი.
  • 1962 : რობაქიძე, გრიგოლ — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე
  • 1993 : გაიდაი, ლეონიდ — რუსი კონირეჟისორი
  • 2013 : ფრედერიკ სანგერი — ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (დ. 1918)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • პავლე აღმსარებელი
    • წმინდა მოწამენი: ტეკუსა, ალექსანდრა, პოლაქტია, კლავდია, ევფროსინე, ათანასია და მატრონა
    • ლუკა ტავრომენიელი
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way