USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
19 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  343

19 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 78-ე დღე (ნაკიან წლებში – 79-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 287 დღე.

დღის მოვლენები

1812 : ესპანეთის პარლამენტმა კადისში მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.

1859 : პარიზში გაიმართა შარლ გუნოს ოპერის „ფაუსტის“ პრემიერა.

1915 : პლუტონი პირველად გადაღებული იქნა.

1944 : ნაცისტურმა არმიამ დაიკავა უნგრეთი.

1972 : ბანგლადეში და ინდოეთი ამყარებენ მეგობრულ ურთიერთობას.

1982 : არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის დაიწყო ფოლკლენდის ომი.

1999 : ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ 53 ადამიანი იმსხვერპლა.

2003 : აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები შეიჭრნენ ერაყში. დაიწყო ერაყის ომი.

2019 : კარენ ულენბეკი პირველი ქალი გახდა, რომელიც აბელის პრემიით დააჯილდოვეს.

2019 : ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე ყასიმ-ჟომართ თოყაევი ასრულებდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1206 : გუიუქი — მონღოლთა დიდი ყაენი (1246–1248)

1454 : ამერიგო ვესპუჩი — იტალიელი ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი.

1601 : ალონსო კანო — ესპანელი მოქანდაკე და ფერმწერი

1604 : ჟუან IV — პორტუგალიის მეფე (1640–1656)

1629 : ალექსი I — რუსეთის მეფე (1645–1676)

1792 : ხოსე მარია კარენიო — ვენესუელელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

1813 : დეივიდ ლივინგსტონი — შოტლანდიელი მოგზაური

1816 : ეკატერინე ჭავჭავაძე — სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი (1853–1856)

1849 : ალფრედ ფონ ტირპიცი — გერმანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე

1851 : როკე საენს პენია — არგენტინელი პოლიტიკოსი

1872 : სერგეი დიაგილევი — რუსი ხელოვნებათმცოდნე

1872 : ალექსანდრა კოლონტაი — საერთაშორისო და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე

1885 : მარგარეტ ჰარვუდი — ამერიკელი ასტრონომი

1888 : იოზეფ ალბერსი — გერმანელი მხატვარი, მათემატიკოსი

1895 : ვასო პატარაია — ქართველი მწერალი

1901 : პავლე აბრამიძე — საბჭოთა გენერალ-მაიორი

1901 : შოთა მანაგაძე — ქართველი კინორეჟისორი

1902 : ფუად შეჰაბი — ლიბანის პრეზიდენტი (1958–1964)

1905 : ალბერტ შპეერი — გერმანელი არქიტექტორი და სახელმწიფო მოღვაწე

1906 : ადოლფ აიხმანი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.

1909 : კოტე დაუშვილი — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი

1912 : ადოლფ გალანდი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.

1919 : პიტერ აბრაჰამსი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მწერალი.

1922 : ჰიროო ონოდა — იაპონიის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის უმცროსი ლეიტენანტი.

1926 : ბორის ბრეგვაძე — ბალეტის ქართველი მსახიობი

1931 : ნოდარ ტაბიძე — ქართველი მწერალი

1933 : ფილიპ როთი — ამერიკელი მწერალი.

1936 : ურსულა ანდრესი — შვეიცარიელ-ამერიკელი მსახიობი

1943 : ნოდარ მანაგაძე — ქართველი კინორეჟისორი

1943 : მარიო მონტი — იტალიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

1947 : გლენ კლოუზი — ამერიკელი მსახიობი.

1949 : ვალერი ლეონტიევი — რუსული ესტრადის მომღერალი

1952 : ჰარვი ვაინსტინი — ამერიკელი კინოპროდიუსერი

1955 : ბრიუს უილისი — ამერიკელი მსახიობი

1963 : ნინო ანანიაშვილი — ქართველი პრიმა-ბალერინა

1965 : ზაზა ტყეშელაშვილი — ქართველი მოჭიდავე

1967 : ბიორგოულფურ თორ ბიორგოულფსონი — ისლანდიელი ბიზნესმენი და მეწარმე.

1971 : მარიკა ვერულაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი

1974 : ვიდა გუერა — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და მომღერალი.

1976 : ალესანდრო ნესტა — იტალიელი ფეხბურთელი.

1979 : ემილ დიმიტრიევი — მაკედონელი პოლიტიკოსი

1981 : კოლო ტურე — კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი

1985 : მანუჩარ ცხადაია — ქართველი მოჭიდავე

1986 : კონსტანტინე სეფიაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

1995 : ექტორ ბელერინი — ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი

1919 : ნინიკო ჩხეიძე — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1721 : კლემენტ XI — რომის პაპი 1700—1721 წლებში

1930 : ბალფორი, ართურ ჯეიმზ — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1902—1905 წლებში

1955 : გოვოროვი, ლეონიდ — რუსი სამხედრო მოღვაწე

1993 : ჟორჟ გარვარენცი — სომეხი კომპოზიტორი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დოსითეოს ქუთათელი

წმინდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა პოვნა

წმინდა 42 ამორეველი მოწამე - კონსტანტინე, თეოფილე, აეტი, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვა

ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, წმინდა კონონი

არკადი კვიპრელი

აგრეთვე:

ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია: მამის დღე

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати