USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
19 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1282

19 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 139-ე დღე (ნაკიან წლებში - 140-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 226 დღე.

 დღის მოვლენები

1536 : ანა ბოლეინს, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლს, ლონდონის ტაუერში თავი მოკვეთეს ქმრის ღალატის გამო.

1571 : წარმოშობით ბასკმა მიგელ ლოპესმა დააარსა თანამედროვე ფილიპინების დედაქალაქი მანილა.

1649 : ხანგრძლივი პარლამენტის აქტით ინგლისის თანამეგობრობა შეიქმნა.

1712 : პეტრე პირველმა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგში გადაიტანა.

1802 : საპატიო ლეგიონი დააარსა ნაპოლეონ ბონაპარტმა, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველმა კონსულმა.

1907 : დაარსდა ფინეთის საფეხბურთო ასოციაცია

1919 : მუსტაფა ქემალ ათათურქი სტამბოლიდან სამსუნში გადადის მომხრეებთან ერთად ოსამელთის მთავრობისგან განდგომის ნიშნად, რაც თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დასაწყისი გახდა.

1921 : ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით მკვეთრად შემცირდა ემიგრანტების მიღება ევროპის ქვეყნებიდან, პირველ რიგში რუსეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან

1961 : ვენერა-1 პირველი ადამინის შექმნილი ობიექტი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტას ჩაუფრინა. ვენერასთან ჩაფრენამდე ერთი თვით ადრე მან დედამიწასთან კავშირი შეწყვიტა და მონაცემები აღარ გამოუგზავნია.

1962 : ჯონ კენედის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ მისალმებაზე მედისონ სქვეა გარდენში, ნიუ-იორკი, მერილინ მონრო მის განთქმულ მიმართვას Happy Birthday ასრულებს.

1969 : არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიწყო აჯანყება დიქტატურის წინააღმდეგ

1971 : საბჭოთა კავშირმა მარს-2 გაუშვა.

1974 : საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ვალერი ჟისკარ დესტენი.

2002 : ავღანეთის ყოფილი მეფე ზახირ-შაჰი სამშობლოში დაბრუნდა.

2011 : დომინიკ სტროს-კანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა, სექსუალურ ძალადობაში ბრალდების გამო.

2012 : ფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხებით, ლონდონის „ჩელსი“ პირველად გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

2017 : ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰასან რუჰანი პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1762 : ფიხტე, იოჰან გოტლიბ — გერმანელი ფილოსოფოსი.

1782 : ივანე პასკევიჩი — რუსეთის სამხედრო მოღვაწე

1873 : იროდიონ ევდოშვილი — ქართველი პოეტი-რევოლუციონერი.

1887 : ჟალი, იონ — რუმინელი მოქანდაკე.

1890 : ხო ში მინი — ვიეტნამის პრეზიდენტი 1951-69 წლებში.

1925 : პოლ პოტი — კამბოჯის პრემიერ-მინისტრი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1125 : ვლადიმირ მონომახი — რუსეთის მეფე

1296 : ცელესტინ V — რომის პაპი

1526 : გო-კასივაბარა — იაპონიის 104-ე იმპერატორი.

1601 : კონსტანცო პორტა — იტალიელი კომპოზიტორი.

1786 : ჯონ სტენლი — ბრიტანელი კომპოზიტორი.

1895 : მარტი, ხოსე — კუბელი რევოლუციონერი და მწერალი.

2000 : ევგენი ხრუნოვი — რუსი კოსმონავტი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იობ მრავალვნებული

ბარბარ ავაზაკყოფილი

წმინდა მოწამე ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახოსი და დიონისე

აგრეთვე:

იუდაიზმი - იერუსალიმის დღე.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way