USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
19 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  595

19 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 170-ე დღე (ნაკიან წლებში – 171-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 195 დღე.

დღის მოვლენები

  • 1790 : საფრანგეთში გაუქმდა თავადაზნაურული ტიტულები.
  • 1829 : სერ რობერტ პილმა შექმნა ლონდონის პოლიცია.
  • 1846 : ნიუ:ჯერსიში გაიმართა  ისტორიაში პირველი მატჩი ბეისბოლში.
  • 1911 : დაარსდა ნორვეგიული საფეხბურთო კლუბი „მიოლდე“
  • 1937 : ჩრდილოეთ პოლუსის გავლით სტარტი აიღო რეკორდულმა ავიაგადფრენამ საბჭოთა ჯავშირიდან აშშ-ში. 
  • 1961 : გამოცხადდა ქუვეითის დამოუკიდებლობა.
  • 1964 : აშშ-ის სენატმა 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი დაამტკიცა. სამოქალაქო უფლებების აქტმა რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია უკანონოდ სცნო.
  • 1991 : დასრულდა უნგრეთიდა საბჭოთა ჯარების გამოყვანა.
  • 1999 : გამოვიდა პოპულარული თამაშის “ქაუნთერ სტრაიკის” პირველი ვერსია
  • 2002 : ჰამიდ კარზაი ავღანეთის პრეზიდენტი გახდა.
  • 2008 : კალათბურთში ბოსტონ სელტიქსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დაამარცხა და NBA-ს 2008 წლის ფინალის ჩემპიონი გახდა.
  • 2012 : პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი გადააყენა და მის ნაცვად ამ თანამდებობაზე დაინიშნა რაჯა ფერვეზ აშრაფი.
  • 2022 : გუსტავო პეტრო კოლუმბიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1623 : ბლეზ პასკალი — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი.(გ.1662)
  • 1861 : ხოსე რიზალი — ფილიპინების ეროვნული გმირი (გ.1896)
  • 1895 : გრამიტონ ასათიანი — ქართველი გინეკოლოგი
  • 1906 : ერნსტ ჩეინი — ინგლისელი ბიოქიმიკოსი (გ.1979)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1844 : ჟოფრუა სენტ-ილერი, ეტიენ — ფრანგი ზოოლოგი
  • 1867 : მაქსიმილიანი — მექსიკის იმპერატორი 1864−1867 (დ.1832)
  • 1980 : ბალაბუევი, ანატოლი — ქართველი გეოფიზიკოსი.
  • 1980 : ალხაზიშვილი, შალვა — ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • ალჟირი -  რევოლუციის დღე.
  • ქუვეითი -  დამოუკიდებლობის დღე.
  • აშშ -  მონების განთავისუფლების დღე.
  • აშშ, ტეხასი -  ემანსიპაციის დღე.
  • ტრინიდადი და ტობაგო -  შრომის დღე.
  • ურუგვაი -  ხოსე არტიგასის დაბადების დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ბესარიონ საკვირველთმოქმედი
    • ილარიონ ახალი
    • არქელია, თეკლე და სოსანა
мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати