19 ივლისს, ქალაქი სიღნაღი ზაფხულის ღამის ფესტივალს უმასპინძლებს.
მაყურებლის წინაშე წარდგებიან: ზაზა მარჯანიშვილი, „ელის ბენდი“ და „ჯგუფი ნალი“.
ფესტივალის პარალელურად გაიმართება - ღვინის, ხელნაკეთი ნივთების, მხატვრების ნამუშევრებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
ზაფხულის ღამის ფესტივალს სიღნაღი მრავალი წელია მასპინძლობს.
გამოფენის დასაწყისი - 19:00 საათი
კონცერტის დასაწყისი - 20:00 საათი.
მისამართი: ქალაქი სიღნაღი, ქეთევან წამებულის ქუჩა.
დასწრება თავისუფალია.