USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
19 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
дата:  619

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 იანვარს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:

დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -3, +2°.

აღმოავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ქალაქის გარეუბნებში ღამით და დღის მეორე ნახევარში ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -3, +2°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით და დღის მეორე ნახევარში დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +6°.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати