გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 იანვარს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:
დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -3, +2°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ქალაქის გარეუბნებში ღამით და დღის მეორე ნახევარში ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -3, +2°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით და დღის მეორე ნახევარში დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +6°.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.