USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
19 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

19 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 353-ე დღე (ნაკიან წლებში – 354-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 12 დღე.

დღის მოვლენები

1187 : კლემენტ III რომის პაპად აირჩიეს.

1732 : ბენჯამენ ფრანკლინმა გამოაქვეყნა ღარიბი რიჩარდის ალმანახი

1842 : აშშ-მა ჰავაის დამოუკიდებლობა აღიარა.

1941 : ჰიტლერი გერმანიის არმიის უმაღლესი მთავარსარდალი ხდება.

1946 : ჰო ში მინი თავს დაესხა ფრანგებს ჰანოიში.

1963 : ზანზიბარი იღებს დამოუკიდებლობას გაერთიანებული სამეფოსგან და ხდება კონსტიტუციური მონარქია, სულთანის მმართველობით.

1965 : შარლ დე გოლი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

1972 : აპოლო 17 დედამიწაზე დაბრუნდა სამი კოსმონავტით ბორტზე. მას შემდეგ მთვარეზე ადამიანი არ გაფრენილა.

1974 : პირველი პერსონალური კომპიუტერი Altair 8800 გამოვიდა.

1984 : ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ 1997 წლის 1 ივლისს ჰონკონგის მმართველობის ჩინეთისთვის გადაცემაზე.

1978 : ჯონ უეინ გეისი დაპატიმრებულია 33 მოზარდისა და ერთი მამაკაცის მკვლელობისათვის

1979 : კრამერი კრამერის წინააღმდეგ, ფილმი დასტინ ჰოფმანის და მერილ სტრიპის მონაწილეობით პირველად გადის კინოთეატრებში

1997 : კინოფილმი ტიტანიკი გამოვიდა კინოეკრანებზე.

1998 : აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტი ბილ კლინტონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის განიხლვა დაიწყო ლევინსკის სკანდალის გამო.

2001 : მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის გამო გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა სამი თვის შემდეგ.

2001 : არგენტინის ეკონომიკური კრიზისი - ბუენოს-აირესში არეულობა იწყება მთავრობის მიერ ბანკებში მოსახლეობის დანაზოგების გაყინვის გამო.

2005 : დედამიწის მოსახლეობამ 6,5 მილიარდს მიაღწია.

2008 : საერთაშორისო ტრიბუნალმა თეონესტ ბაგოზორა და ორი სხვა რუანდის სამხედრო მაღალჩინოსანი რუანდის გენოციდში დამნაშავედ ცნო ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამო და მათ სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯა.

2009 : „ბარსელონა“ 2009 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და პირველი გუნდი გახდა, რომლემაც ერთ წელიწადში ექვს მთავარ შეჯიბრში გაიმარჯვა.

2010 : ალექსანდრე ლუკაშენკო მეოთხე ვადით აირჩიეს ბელარუსის პრეზიდენტად.

2012 : პაკ კინ ჰე სამხრეთ კორეის პრეზიდენტად აირჩიეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

2016 : ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს.

2021 : გაბრიელ ბორიჩი ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1683 : ფილიპ V — ესპანეთის მეფე

1819 : პეინი, ჯეიმზ სპრინგსი — ლიბერიის პრეზიდენტი

1906 : ლეონიდ ბრეჟნევი — სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი

1915 : ედიტ პიაფი — ფრანგი მომღერალი (გარდ. 1963)

1924 : მიშელ ტურნიე — ფრანგი მწერალი (გარდ. 2016)

ამ დღეს გარდაცვლილნი

XIX საუკუნემდე

401 : ანასტასიუს I — რომის პაპი

1365 : ურბან V — რომის პაპი

1786 : გიორგი ბატონიშვილი, ვახტანგ VI-ის ძე — რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი

XIX საუკუნე

1848: ემილი ბრონტე — ინგლისელი მწერალი (დ. 1818)

XX საუკუნე

1901–1950

1915 : ალცგეიმერი, ალოიზ — გერმანელი ექიმი

1951–2000

1953 : მილიკანი, რობერტ — ამერიკელი ფიზიკოსი

1963 : ქიაჩელი, ლეო — ქართველი მწერალი.

1963 : გარდინერი, ალან ხერდისონ — ფრანგი ეგვიპტოლოგი

1967 : ჰოლტი, ჰაროლდ — ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი

XXI საუკუნე

2004 : ბრაუნი, ჰერბერტ ჩარლზ — ამერიკელი ქიმიკოსი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანის ხსენების დღეს:

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი – ნიკოლოზობა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way