USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
19-20 მარტი, 1921: ბათუმი თურქული სამხედრო ნაწილებისგან გაიწმინდა
თარიღი:  508

წყარო: გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები, გამომც. ოჩოპინტრე, 2014

გენერალი მაზნიაშვილი:

19 მარტს დილიდანვე, ოსმალებმა გაძლიერებული იერიშები მოიტანეს კახაბრის ფრონტზე, მაგრამ ჩვენი არტილერია, მამაცი მაიორის პ. ქარუმიძის უფროსობით ისე ბრწყინვალედ მოქმედებდა, რომ ოსმალები ვერაფერს აწყობდნენ. სხვათა შორის, ამ არტილერიას ოსმალებთან ბრძოლაში დიდი ზარალი მოუვიდა. პ. ქავთარაძე მატყობინებდა, რომ მსროლელები და მემიზნეები მოუკლეს და დაუჭრეს, ხოლო ზარბაზნებიდან სროლა ახლა ოფიცრებს უხდებოდათ. საქმე ცუდად იყო. არტილერიის ნაწილები ქალაქში არ გვყავდა. საჭირო იყო ზარბაზნებიდან სროლისათვის ცოტაოდენად მცოდნე ჯარისკაცნი. ქალაქის მილიციის უფროსის დახმარებით ქალაქის მაცხოვრებლებს შორის 20-მდე მოხალისე მოგროვდა, რომლებიც ოდესღაც არტილერიაში მსახურობდნენ და ქარუმიძის განკარგულებაში გავგზავნე.

სტეფანოვკასა და ანარიის გარნიზონებს, გზადაგზა მრავალი დაბრკოლების გადალახვა და ოსმალებთ ან ხანმოკლე  ბრძოლა მოუხდათ. ბოლოს კახაბრის ფრონტის გარნიზონს შეუერთდნენ. ამ დღეს ოსმალებს დიდი ზარალი მოუვიდათ, კახაბრის ახლოს ღელეები სავსე იყო მოკლული ასკერების გვამებით. ქიაზიმ-ბეის მდივანი ხშირად დარბოდა რევკომის თავმჯდომარის კანცელარიაში, სხვადასხვაგვარი თხოვნებით, და ამისგან გავიგეთ, რომ იმ დღეს ოსმალებმა ორი თვალსაჩინო შტაბ-ოფიცერი დაკარგეს. ბათომის მიდამოები მტრისაგან უკვე მთლიანად გაწმენდილი იყო, ახლა საჭირო გახლდათ მხოლოდ განიარაღება მტრის პატარა რაზმებისა, რომლებიც ჩასაფრებულნი იყვნენ ქალაქის მილიციის და ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში.

ეს ოპერაცია 20 მარტს უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ დილის 9 საათზე ჩემთან ქიაზიმ-ბეის მდივანი გამოცხადდა და მისი სახელით გადმომცა, რომ ქიაზიმ-ბეიმ გადაწყვიტა დაცალოს ქალაქი და გავიდეს თავის საზღვრებზე ჭოროხის იქით. ამასთან მდივანმა მთხოვა, მათთვის ერთი დღის საგზალი პური დამეთმო, რადგან გარნიზონს სამი დღეა არაფერი უჭამია.

ეს ამბავი, რომ მათ საჭმელი არა ჰქონდათ, მე წინდაწინვე ვიცოდი. რევკომის თავჯდომარესთან (სერგო ქავთარაძესთან) ერთად გადავწყვიტეთ, ოსმალებისთვის ქალაქის დაცლის საშუალება მიგვეცა.

ქიაზიმ-ბეის თხოვნა მაშინვე დავაკმაყოფილე, გავუგზავნე საკმაო პური და ქალაქში დაბანაკებული გარნიზონს ვუბრძანე, მიეღოთ ზომები ოსმალების მიმავალი ჯარების დასაცავად, სანამ ისინი არ გასცდენოდნენ ფრონტების ხაზს. ამის შემდეგ რევკომის თავმჯდომარესთან გავემართე და მოვახსენე: რომ 20 მარტს 12 საათიდან ბათუმსა და მის ოლქში მტრის არც ერთი შეიარაღებული ჯარისკაცი აღარ არის.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის