USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
186,632 მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური გადასახდელი შეუმცირდება - საზოგადოება და ბანკები
дата:  562

წყარო:https://bm.ge/

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად განაკვეთი 10%-მდე შემცირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია 'საზოგადოება და ბანკების' თანახმად, ამ გადაწყვეტილების შედეგად 186 ათას მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური გადასახდელი შეუმცირდება. ეროვნული ბანკის განმარტებით ინფლაციის კლებადი ტენდენცია ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, რა პოლიტიკასაც სებ-ი შემდგომ სხდომებზეც გააგრძელებს. 

"2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186,632 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 10.00%-მდე შეამცირა. შესაბამისად,  186,632 მსესხებელს პირდაპირ შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი. ასევე, რეფინანსირების განაკვეთი არაპირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაში საპროცენტო განაკვეთებზე და განაკვეთის შემცირება დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. 

186,632 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული და შინამეურნეობებზე 6.6 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 4.8 მლრდ. ლარის (42%). 

დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული - 5.8 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.6 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+36%), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 19%-ით და 14%-ით გაიზარდა, შესაბამისად.  ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 178,542 ლარს, იპოთეკურის 49,070 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 24,274 ლარს შეადგენს. 

გრაფიკი 1. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლრდ. ლარი) 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დაახ. 15%-ით არის გაზრდილი და 26 მლრდ. ლარს მიაღწია 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 25%-ს. 

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 44%-ს შეადგენს. აგვისტოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების ზრდის ტემპი შენელდა და გაცემული სესხები 1%-ით შემცირდა. აღნიშნული შემცირება ძირითადად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემცირებით არის გამოწვეული (-2.5%). ვინაიდან, შინამეურნეობებზე გაცემული სესხები მცირედით გაიზარდა (+0.7%). ხელშეკრულებების რაოდენობა კი წლიურად 3.4%-ით არის შემცირებული. 

1 აგვისტოს მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.91% შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული. გაცვლითი კურსის დაბალი მერყეობა ამცირებს იმპორტირებულ ინფლაციას. ასევე, შემცირებულია მიგრანტების შემოდინება, რაც აისახება ერთობლივ მოთხოვნაზე და ინფლაციურ მოლოდინებზე. სესხების ზრდის ტემპი ჩამოუვარდება 2016-2022 წლებში არსებულ საშუალო ზრდის ტემპს და სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება. არსებულ პირობებში, მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი შერბილება. ვინაიდან, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე და არსებული ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემთხვევაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო შემცირება. 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати