USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
Tbilisi
18 სექტემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  544

18 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 261-ე დღე (ნაკიან წლებში – 262-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 104 დღე.

დღის მოვლენები

96 : ნერვა რომის იმპერატორად გამოცხადდა დომიციანეს მკვლელობის შემდეგ.

324 : კონსტანტინე დიდი ანადგურებს ლიცინიუსს ქრისოპოლისის ბრძოლაში და რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი ხდება.

1180 : ფილიპ ავგუსტუსი საფრანგეთის მეფე ხდება.

1502 : ქრისტეფორე კოლუმბი კოსტა-რიკაზე დგამს ფეხს მის მეოთხე, ბოლო მოგზაურობაში.

1635 : იმპერატორი ფერდინანდ II საფრანგეთს ომს უცხადებს.

1739 : ბელგრადის ხელშეკრულებით ბელგრადი ოსმალეთის იმპერიას გადაეცა.

1789 : ამერიკის მთავრობა პირველ სესხს იღებს — $191 608,81 დოლარს.

1793 : კაპიტოლიუმის შენობის პირველი ქვაკუთხედი ჩაიდო ჯორჯ ვაშინგტონის მიერ.

1809 : სამეფო ოპერის თეატრი იხსნება ლონდონში.

1810 : მთავრობის პირველი ხუნტა განხორციელდა ჩილეში — პირველი ნაბიჯი ქვეყნის ესპანეთისგან განთავისუფლებაში.

კონსტანტინე დიდი

კონსტანტინე დიდი

ქრისტეფორე კოლუმბი

სამეფო ოპერის თეატრი

ფიდელ კასტრო

1812 : მოსკოვის ხანძარმა ქალაქის შენობათა 90% და 1 000 ეკლესია გაანადგურა.

1830 : ბალტიმორში ჩატარებულ შეჯიბრში ცხენმა პირველ ლოკომოტივს აჯობა სიჩქარეში.

1851 : ნიუ-იორკ დეილი ტაიმი, რომელიც მოგვიანებით ნიუ-იორკ ტაიმსი გახდა, გამოდის

1885 : მასობრივი არეულობა დაიწყო მონრეალში სავალდებულო წითელას აცრის გამო ატეხილი პროტესტის შედეგად.

1906 : ტაიფუნით გამოწვეულმა ცუნამიმ ჰონკონგში 10.000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

1910 : ამსტერდამში 25 000-იანი მანიფესტაცია მოაწყვეს მამაკაცთა და ქალთა საერთო საარჩევნო უფლების მოთხოვნით.

1919 : ნიდერლანდებში ქალებს საყოველთაო არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცათ.

1922 : უნგრეთი ერთა ლიგაში გაწევრიანდა.

1934 : სსრკ ერთა ლიგის წევრი გახდა.

1943 : მეორე მსოფლიო ომი — მინსკის ებრაელები დახოცეს სობიბორთან.

1945 : გენერალი დაგლას მაკართურს საკუთარი საკომანდო შტაბ-ბინა ტოკიოში გადააქვს.

1960 : ფიდელ კასტრო ნიუ-იორკში ჩადის, როგორც გაეროში კუბის დელეგაციის მეთაური.

1962 : რუანდა, ბურუნდი და იამაიკა გაეროს წევრები გახდნენ.

1973 : აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანიები გაეროს წევრები გახდნენ.

1976 : მაო ძედუნის დაკრძალვა პეკინში.

1982 : ქრისტიანული მილიცია ლიბანში 600 პალესტინელ ლტოლვილს ხოცავს.

1987 : აშშ და სსრკ ბირთვული ქობინების ერთობლივ განდადგურების შესახებ აცხადებენ.

1990 : ლიხტენშტაინი გაეროს წევრი ხდება.

1997 : აშშ-ის მედია-მაგნატი ტედ ტერნერი გაეროს 1 მილიარდ დოლარს სწირავს.

1997 : უელსელი ამომრჩევლები 50,3%-ით უელსის ავტონომიაზე რეფერნდუმში თანხმობას აცხადებენ.

2008 : საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ჰაუმეა მზის სისტემაში მეხუთე ჯუჯა პლანეტად გამოაცხადა.

2011 : ევრობასკეტი 2011-ის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა.

2014 :

შოტლანდიამ რეფერენდუმში გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფაზე უარი თქვა.

ავღანეთის საარჩევნო კომისიამ აშრაფ ღანი ახალ პრეზიდენტად გამოაცხადა.

ამ დღეს დაბადებულნი

53 : ტრაიანე — რომის იმპერატორი

1752 : ლეჟანდრი, ადრიან მარი — ფრანგი მათემატიკოსი

1761 : გრიგორ XVI — რომის პაპი

1786 : ქრისტიან VIII — დანიის და ნორვეგიის მეფე

1905 : გარბო, გრეტა — შვედი-ამერიკელი მსახიობი

1908 : ამბარცუმიანი, ვიქტორ — სომეხი ასტროფიზიკოსი

1923 : რუმინეთის დედოფალი ანა

1961 : განდოლფინი, ჯეიმზ — ამერიკელი მსახიობი (სოპრანოს კლანი)

1976 : რონალდო — ბრაზილიელი ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

96 : დომიციანე — რომის იმპერატორი

1180 : ლუი VII — საფრანგეთის მეფე

1598 : ტოიოტომი ჰიდეიოსი — ფეოდალური იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი

1783 : ეილერი, ლეონარდ — შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი

1807 : სმუგლევიჩი, ფრანცისკ — პოლონელი მხატვარი

1911 : პეტრე სტოლიპინი — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ მინისტრი

1927 : ტოკუტომი როკა — იაპონელი მწერალი

1961 : ჰამარშელდი, დაგ ილმარ — შვედეთის სახელმწიფო მოღვაწე

2017 : სოტკილავა, ზურაბ - ქართველი ტენორი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ზაქარია და ელისაბედი — იოანე ნათლისმცემელის მშობლები

თაიფალე და თიბეა

წმინდა სარვილე

წმინდა რაისა

წმინდა იუვენტინე და მაქსიმე

80 წმინდანი ნიკომიდიას წამებულნი

წმინდა აბდე

tbilisi
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
See all
Survey
By the way