საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისს უკავშირდება, ხოლო აჭარას 343.
„სულ ქვეყანაში დარეგისტრირებულია კოვიდინფიცირების 17477 შემთხვევა, ამჟამად გამოჯანმრთელებულია 8060. გუშინ გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი. შესაბამისად, აქტიური შემთხვევა არის 1172.
განაწილება ასეთია: ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხევვა გახლავთ 471, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია - სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში 37, ქვემო ქართლში 39, გურიაში 18, სამცხე-ჯავახეთში 14, მცხეთა-მთიანეთში 13 და კახეთში 11“, - განაცხადა ენდელაძემ.
ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 136 შეადგინა.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 გარდაცვლილი 8 პაციენტიდან 3 პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში.