USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს
дата:  621

18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს - ამის შესახებ "ლელოს" ოფისში შეკრების დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. 

„18-ში, ოთხშაბათს, დილის 11:00 საათზე, ოპერის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიის და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება დაცული 2- მეტრიანი დისტანციით და ყოველ ადამიანს, ვინც მოვა მდუმარე პროტესტისთვის მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება გაყალბებულია, დააფენს დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საშუალება საქართველოს და ამერიკის დროშების, ასევე რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, საქართველოს და ამერიკის დროშით და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ძალიან ბევრ საკითხზე, მემარჯვენეობაზე, მემარცხენეობაზე და ა.შ. მაგრამ უდიდესი ნაწილი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები არის გაყალბებული, ამიტომ ყველა ადამიანს მინდა მოვუწოდო, ვინც თვლის, რომ არჩევნები არის გაყალბებული, სულ ერთია მოსწონს ვიღაც პოლიტიკოსი თუ არა, პარტია მოსწონს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინც თვლით, რომ გაყალბდა, გამოდით და მდუმარედ დააფიქსირეთ პოზიცია, დააფიქსირეთ საერთაშორისო მედიის წინაშე და ჩვენი სტუმრის წინაშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული, კანონმორჩილი საზოგადოება, გვინდა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ იპარავს არჩევნებს“, - განაცხადა უგულავამ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати