USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
18 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1240

18 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 138-ე დღე (ნაკიან წლებში - 139-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 227 დღე.

 

დღის მოვლენები

  • 1804 : ნაპოლეონ I გამოცხადდა საფრანგეთის იმპერატორად.
  • 1888 : აშშ-ში წარმოადგინეს პატეფონის პირველი ფირფიტა
  • 1915 : გამოსცადეს მსოფლიოში პირველი ტანკი.
  • 1916 : კანადის ქალაქ ბერლინის მცხოვრებლებმა, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება ქალაქისთვის სახელის შეცვლის შესახე, დღეს იგი ცნობილია როგორც კიტჩენერი.
  • 1923 : ფრანგმა ინჟინერმა ფრანსუა ბერნაიმ მიიღო პატენტი, ციფერბლატიანი ტელეფონის გამოგონებისთვის
  • 1927 : ამერიკელ კინოვარსკვლავის ნორმა ტოლმაჯის მიერ ცხელ ასფალტზე შემთხვევით დატოვებულმა ნაკვალევმა დაამკვიდრა მსახიობთა ფეხის და ხელის ანაბეჭდების ჰოლივუდის ბულვარში დატოვების ტრადიცია.
  • 1989 : ლიტვის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ლიტვის სუვერენიტეტის შესახებ.
  • 1944 : დაიწყო ყირიმელი თათრების იძულებითი გასახლება სსრ კავშირის აღმოსავლეთ რეგიონებში.
  • 2008 : ლეონელ ფერნანდესმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში საკმარისი ხმის რაოდენობა დააგროვა და კვლავ არჩეულ იქნა დომინიკელთა რესპუბლიკის პრეზიდენტად.
  • 2009 : თამილის ვეფხვების მეომრები შრი-ლანკის არმიას ჩაბარდნენ, რითაც ამ ქვეყნის 25-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა.
  • 2011 : ევროზონის ფინანსურმა ლიდერებმა პორტუგალიისთვის €78-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცეს.
  • 2013 : ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2013 წლის გამარჯვებული დანიელი ემილი დე ფორესტი გახდა.
  • 2015 : ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქალაქები რამადი (ერაყი) და პალმირა (სირია) დაიკავეს.
  • 2017 : ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, Soundgarden-ის და Audioslave-ის ლიდერი კრის კორნელი გარდაიცვალა.
  • 2019 : ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი, სიმღერით Arcade, ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1048 : ომარ ხაიამი — სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი (გ. 1131)
  • 1711 : რუჯერ იოსიპ ბოშკოვიჩი — XVIII საუკუნის ხორვატი მეცნიერი (გ. 1787)
  • 1868 : ნიკოლოზ II — რუსეთის ბოლო იმპერატორი 1894-1917 (გ. 1918)
  • 1872 : რასელი, ბერტრან — ინგლისელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი (გ. 1970)
  • 1883 : ვალტერ გროპიუსი — გერმანელი არქიტექტორი, ბაუჰაუზის დამფუძნებელი (გ. 1969)
  • 1895 : აუგუსტო სესარ სანდინო — ნიკარაგუელი რევოლუციონერი და 1927 და 1933 წლების შეერთებული შტატების წინააღმდეგ აჯანყების მეთაური (გ. 1934)
  • 1897 : ფრენკ კაპრა — იტალიური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი (გ. 1991)
  • 1850 : ჰევისაიდი, ოლივერ — ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი (გ. 1925)
  • 1895 : ასათიანი, ანთეოს — ქართველი ჰიგიენისტი (გ. 1981)
  • 1920 : იოანე პავლე II — რომის პაპი 1978-2005 წლებში (გ. 2005)
  • 1939 : პეტერ გრიუნბერგი — გერმანელი ფიზიკოსი, მყარი სხეულების ფიზიკის დარგში (გ. 2018)
  • 1978 : რიკარდუ კარვალიუ — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობს.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1450 : სეჯონგ დიდი — კორეის მეფე. (დ. 1397)
  • 1799 : პიერ ბომარშე — ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი. (დ. 1732)
  • 1800 : ალექსანდრე სუვოროვი — რუსი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი. (დ. 1730)
  • 1911 : გუსტავ მალერი — ავსტრიელი კომპოზიტორი. (დ. 1860)
  • 1951 : ბალანჩივაძე, ვასილ — ქართველი მსახიობი. (დ. 1867)
  • 1973 : ჯინეტ რენკინი — ამერიკელი პოლიტიკოსი. (დ. 1880)
  • 1980 : კერტისი, იენ — ინგლისელი მუსიკოსი (Joy Division). (დ. 1956)
  • 1981 : უილიამ საროიანი — ამერიკელი მწერალი. (დ. 1908)
  • 2013 : ალექსეი ბალაბანოვი — რუსი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი. (დ. 1959)
  • 2017 : კრის კორნელი — ამერიკელი როკ-ვოკალისტი, მუსიკოსი, Soundgarden-ის და Audioslave-ის ლიდერი. (დ. 1964)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა ირინე
    • საგდუხტ ქალწული
  • აგრეთვე:
    • მუზეუმების საერთაშორისო დღე
    • თურქმენეთი - კონსტიტუციის, ერთიანობის და აღორძინების დღე (1992).
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати