USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
18 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

18 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 199-ე დღე (ნაკიან წლებში – 200-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 166 დღე.

 

დღის მოვლენები

ძვ. წ. 390 : რომაელების გალებთან ბრძოლა მდინარე ალიასთან. დასრულდა რომაელთა სასტიკი დამარცხებით

მაინ კამპფის გარეკანი

64 : რომის დიდი ხანძარი - რომის სავაჭრო უბანში ხანძარი მძვინვარებს, მაშინ როცა იმპერატორი ნერონი ლირაზე უკრავდა და ცეცხლს საიმედო ადგილიდან აკვირდებოდა.

1536 : რომის პაპის ავტორიტეტი გაუქმდა ინგლისში.

1830 : ურუგვაი პირველ კონსტიტუციას იღებს.

1872 : ბრიტანეთში პირველად ჩატარდა ფარული კენჭისყრა.

1885 : გამომგონებელმა ნიკოლაი ბანარდოსმა შეიტანა განაცხადი ელექტროშედუღების გამოგონების დაპატენტებისთვის რომელსაც „ელექტროგეფესტი“ უწოდა.

1898 : პიერ და მარია კიურიმ პარიზის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე განაცხადეს ახალი ქიმიური ელემენტის პოლონიუმის აღმოჩენის შესახებ.

დაარსდა საფეხბურთო კლუბი ბილბაოს „ატლეტიკო“.

1921: ფრანგმა ექიმებმა ალბერ კალმეტმა (Léon Charles Albert Calmette) და კამილ გერენმა (Jean-Marie Camille Guérin) პირველად აცრეს ბავშვი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინით ბცჟ. (BCG)

1925 : ჰიტლერმა გამოსცა წიგნი „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf, სურათზე).

აშშ-ში ოფიციალურად განაცხადეს რომ ქალსაც შეუძლია იყოს ავტომობილის მძღოლი.

1932 : თურქეთი გახდა ერთა ლიგის 56-ე წევრი.

1936 : დაიწყო პირველი სსრკ საფეხბურთო თასის გათამაშება.

1947: ბრიტანეთის მონარქმა გეორგ  VI -მ ხელი მოაწერა კანონს ინდოეთის დამოუკიდებლობის შესახებ.

1954: აშშ-ში, ნიუპორტში,  გაიმართა ჯაზური მუსიკის  პირველი ფესტივალი

1962 : პერუში სამხედრო გადატრიალება მოხდა.

1968 : რობერტ ნოისმა და გორდონ მურმა დააარსეს კომპანია „Intel“.

1974 : პოლონეთის ქალაქ კონსტანტინოვში აღიმართა მსოფლიოში ყველაზე მაღალი კონსტრუქცია - 646,38 მ ვარშავის რადიოანძა (დაინგრა 1991 წ.).

2000: ლონდონში გაიხსნა ჯონ ლენონის ძეგლი.

2009 : საქართველოში ღორის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა .

ამ დღეს დაბადებულნი

1864 : ჰუხი, რიკარდა — გერმანელი მწერალი (გ.1947)

1890 : დოლიძე, ვიქტორ — ქართველი კომპოზიტორი (გ. 1933)

1894 : ბაბელი, ისააკ — უკრაინელი მწერალი (გ.1940)

1897 : აღლაძე, ლეონიდე — ქართველი სამხედრო მოღვაწე

1909 : გრომიკო, ანდრეი — სსრ კავშირის პოლიტიკური მოღვაწე (გ.1989)

1918 : მანდელა, ნელსონ — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994-1999 (გ.2013)

1922 : კუნი, ტომას — ამერიკელი ფილოსოფოსი (გ.1996)

1933 : ევტუშენკო, ევგენი — რუსი პოეტი

1938 : ვერჰოვენი, პოლ — ნიდერლანდელი კინორეჟისორი

1967 : დიზელი, ვინ — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1817 : ოსტინი, ჯეინ — ინგლისელი მწერალი (დ.1775)

1868 : ჰაჯი დიმიტრი — ბულგარელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე.

1982 : იაკობსონი, რომან — რუსი ენათმეცნიერი (დ.1896)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

ესპანეთი - შრომის დღე

აშშ - ჰოთ-დოგის დღე

ურუგვაი - კონსტიტუციის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ათანასე ათონელი

წმინდა კვირილა

ლამპადი ირინოპოლელი

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა

ელიზავეტა და ბარბარა

აგრეთვე

ურუგვაი : კონსტიტუციის დღე

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way