USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Тбилиси
175,774 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება - საზოგადოება და ბანკები
дата:  484

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 175,774 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.00%-ზე დატოვა. შესაბამისად, 175,774 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.

175,774 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (95%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 13.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.6 მლრდ. ლარის (55%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.9 მლრდ. ლარის (45%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 7.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 4.0 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.4 მლრდ. ლარს შეადგენს. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 226,805, იპოთეკურის 57,108 და სამომხმარებლო სესხის კი 32,049 ლარია.

წლიურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 16.4%-ით გაიზარდა (საშუალო წლიური, 7 თვე). ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+26.3%, საშუალო წლიური, 7 თვე), ბიზნეს სესხების და სამომხმარებლო სესხების მოცულობა კი შესაბამისად 17.2%-ით და 10.1%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდში.

2024 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახ. 23 მლრდ. ლარით, 32 მლრდ. ლარამდე გაიზარდა ივლისის თვეში ზრდამ 23% შეადგინა, რაც 2018-2024 წლების საშუალო ზრდას აღემატება (+19%).

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს (13.5 მლრდ. ლარი) და ფიქსირებული სესხების მოცულობა 58%-ია (18 მლრდ. ლარი) 2024 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.

2024 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.5% შეადგინა, რაც 1.2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელზე (15.7%).

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის აგვისტოს თვეში 1.0% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და ეს პროცესი 2023 წლის მაისიდან დაიწყო.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. წინასაარჩევნო პერიოდში ისედაც გაზრდილია რისკები და გაურკვევლობა. შესაბამისად ეროვნული ბანკი ცდილობს, დამატებით არ გაზარდოს ზეწოლა გაცვლით კურსზე და ინფლაციაზე. სამწუხაროდ, ისევ გაურკვეველი რჩება ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით.

წყარო:საზოგადოება და ბანკები

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати