USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
17 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1301

17 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 48-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 317 დღე (ნაკიან წელში - 318).

დღის მოვლენები

1600 : იტალიელი ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო ერეტიკოსობის ბრალდებით კოცონზე დაწვეს.

1933 : აშშ-ში გამოიცა ჟურნალ „ნიუსუიკის“ (Newsweek) პირველი ნომერი.

1947 : რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ“ სსრკ-ის ტერიტორიაზე გადაცემა დაიწყო.

1979 : ჩინეთის არმია ვიეტნამში შეიჭრა. დაიწყო ჩინეთ-ვიეტნამის ომი.

1996 : ფილადელფიაში, პენსილვანია, მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი ამარცხებს სუპერკომპიუტერს "დიპ-ბლუ" (Deep Blue) საჭადრაკო მატჩში.

2008 : კოსოვოს პარლამენტმა ქალაქ პრიშტინაში სერბეთისგან ცალხმრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

2009 : აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამტკიცებს $787 მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირების გეგმის კანონს.

2016 : თურქეთი დედაქალაქ ანკარაში მოხდა ტერაქტი, რომელმაც 29 ადამიანი იმსხვერპლა.

ამ დღეს დაბადებულნი

624 : ვუ ზეტიანი — ჩინეთის იმპერატორი ქალი.

1519 : ფრანსუა დე გიზი — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე

1653 : არქანჯელო კორელი — იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი

1739 : დოსიტეი ობრადოვიჩი — სერბი მწერალი

1740 : ორას ბენედიქტ დე სოსიური — შვეიცარიელი გეოლოგი, ბოტანიკოსი და ალპინისტი.

1798 : იოსებ ნავრატილი — ჩეხი ფერმწერი

1817 : ჯორჯ ჯულიან ჰარნი — ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე

1838 : თედორე ბაილშტაინი — გერმანელი ქიმიკოსი

1859 : ეგნატე ნინოშვილი — ქართველი მწერალი

1906 : აგნია ბარტო — რუსი და საბჭოთა საბავშვო პოეტი, მწერალი

1912 : ანდრე ნორტონი — ამერიკელი მწერალი

1919 : ალექსანდრე როიტბაკი — ქართველი ფიზიოლოგი.

1925 : ჰელ ჰოლბრუკი — ამერიკელი მსახიობი.

1934 : ალან ბეიტსი — ინგლისელი მსახიობი.

1954 : რენე რუსო — ამერიკელი მსახიობი

1955 : მო იენი — ჩინელი მწერალი

1958 : შალვა ნათელაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი

1963 : მაიკლ ჯორდანი — ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი

1966 : კრისტიინა ოიულანდი — ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (2002–2005)

1968 : ჯუზეპე სინიორი — იტალიელი ფეხბურთელი

1969 : ჩიმედიინ საიხანბილეგი — მონღოლეთის პრემიერ-მინისტრი

1970 : დომინიკ პარსელი — ავსტრალიელი მსახიობი.

1972 : ბილი ჯო არმსტრონგი — ამერიკელი მუსიკოსი

1979 : ანდერს ბერინგ ბრეივიკი — ნორვეგიელი ტერორისტი

1981 : ჯოზეფ გორდონ-ლევიტი — ამერიკელი მსახიობი

1981 : პერის ჰილტონი — ამერიკელი მსახიობი

1984 : ოთარ ბარკალაია — ქართველი მორაგბე.

1988 : გიორგი მიქაბერიძე — ქართველი ფეხბურთელი

1991 : ედ შირანი — ინგლისელი მომღერალი

1992 : მეგან ჯეტ მარტინი — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი.

1993 : ელჰაიდა დანი — ალბანელი მომღერალი.

1993 : ნიკოლა ლეალი — იტალიელი ფეხბურთელი

1996 : ლუკა ზარანდია — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

197 : კლოდიუს ალბინუსი — რომაელი უზურპატორი

364 : იოვიანე — რომის იმპერატორი

440 : მაშტოცი, მესროპ — სომხული დამწერლობის შემქმნელი

1600 : ბრუნო, ჯორდანო — იტალიელი ფილოსოფოსი და პოეტი

1673 : მოლიერი — ფრანგი დრამატურგი და მსახიობი

1827 : პესტალოცი, იოჰან ჰაინრიხ — შვეიცარიელი პედაგოგი

1856 : ჰაინე, ჰაინრიხ — გერმანელი პოეტი და კრიტიკოსი

1934 : ალბერტ I — ბელგიის მეფე

1970 : აგნონი, შმუელ — ებრაელი მწერალი

2014 : მერი დავითაშვილი — ქართველი კომპოზიტორი.

2020 : გიორგი შენგელაია —ქართველი რეჟისორი და მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ევაგრე

ისიდორე პელუსიოტელი

წმინდა იადორა

აბრაამ არვილელი

ნიკოლოზ აღმსარებელი

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way