USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად
Date:  307

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს.

ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი.

ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები მკაცრად გმობენ “ქართული ოცნების” „სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ”.

“ჩვენი ქვეყნები სამ ათწლეულზე მეტია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან პარტნიორობის ერთგულნი არიან. საქართველოს ყველა მთავრობებთან ვმუშაობდით, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, განგვევითარებინა საქართველოს ეკონომიკა და ქართველი ბავშვებისთვის განათლება გაგვეუმჯობესებინა. მაშინ, როდესაც ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მიმდინარე ერთგულება ურყევი რჩება, ჩვენ მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად შეკრების უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ.

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეწყვიტოს რეპრესიული, გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება და გაათავისუფლოს დაკავებულები.

„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანად შეკრების უფლების და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების პატივისცემის ეუთოს საერთო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს რეპრესიული, გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წევრები, ოპოზიციური ფიგურები და სხვები, რომლებიც თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად სარგებლობისთვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის დააკავეს.

პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალის უკანონოდ გამოყენებისთვის, ასევე უნდა აგონ პასუხი.

როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ამიერიდან ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთ. საქართველოს მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.

ჩვენი ქვეყნების სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხსა და მათ დემოკრატიულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ” , - ნათქვამია განცხადებაში.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way